ავტორი:

გუდაური 30 წლის წინ და შემდეგ - ცნობილი სამთო კურორტის ევოლუცია ერთ გამოფენაში

გუდაური 30 წლის წინ და შემდეგ - ცნობილი სამთო კურორტის ევოლუცია ერთ გამოფენაში

"ევოლუცია“ - ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც 26 იანვარს, White Rabbit პარკში გაიმართა და გუდაურის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.

გამოფენა ქართული მინერალური წყლის ბრენდის „ბორჯომის“ ორგანიზებით და საქართველოს მთის კურორტების კომპანიის მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიებას აქტიური დასვენების, თოვლის, სრიალისა და თავგადასავლების მოყვარულები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ჰქონდათ საშუალება, დაეთვალიერებინათ ძველი და თანამედროვე თხილამურები, ეკიპირება, აქსესუარები.

გზა ხის თხილამურიდან „სნოუბორდამდე“ არც ისე გრძელია, თუმცა, სავსე თავგადასავლებით და საინტერესო ისტორიებით. საქართველოში კი ეს ისტორია გუდაურის და იმ პროფესიონალების თუ მოყვარულების გარშემო ტრიალებს, რომლებმაც სათხილამურო სპორტის განვითარებაში, დიდი წვლილი შეიტანეს.

გამოფენის ფარგლებში, იმ წვლილისთვის, რაც შეიტანეს სამთო - სათხილამურო სპორტის განვითარებასა და თაობების აღზრდაში, დააჯილდოვეს გუდაურის პირველი მწვრთნელები: დიმიტრი გუგუნავა, დიმიტრი თოფურია, ლევან ლორთქიფანიძე, დავით ჯაფარიძე, კოტე ქადაგიძე, ირაკლი ჭირაქაძე, კოტე გაბრიჩიძე, ლადო ანთაძე, სანდრო ანთაძე, ზაზა იაშვილი, დუდა ჭიჭინაძე, რამაზ მოსეშვილი, გელა მიქაბერიძე.

გუდაურის 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფრისტაილერების სპეციალური შოუთი დასრულდა. რაიდერებმა მრავალფეროვანი, ექსტრემალური ტრიუკებით სავსე დაშვება განახორციელეს, როგორც სნოუბორდებით ასევე, თხილამურებით.

ზუსტად 30 წლის წინ დაარსებული და ევროპულ სტილზე გაშენებული გუდაური, დღემდე აქტიური დასვენების, სრიალის, ექსტრიმის, გართობის და ზამთრის დღესასწაულების მექაა, რომელიც ყოველწლიურად ასიათასობით ქართველ თუ უცხოელ სტუმარს მასპინძლობს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი