ავტორი:

სპორტდარბაზი, საუნა, აუზი... - როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 3 მლნ ლარამდე ღირს

სპორტდარბაზი, საუნა, აუზი... - როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 3 მლნ ლარამდე ღირს

თბილისში, დიღომში იყიდება სახლი, რომლის ღირებულებაც 2 974 440 მლნ ლარია ( 1 114 020 დოლარი).

როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეზოს საერთო ფართი 1450 კვადრატული მეტრი; სახლის საერთო ფართი კი 1050 კვადრატული მეტრია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახლი არის 8-ოთახიანი და 6 საძინებელ ოთახს მოიცავს.

"სახლი სატელევიზიო პროექტ "სახლი"-ს ფარგლებშია აშენებული, სადაც გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები. სახლშია 6 საძინებელი, საკუთარი სველი წერტილით, საგარდერობო სივრცით და აივნებით, სამზარეულო, საერთო მისაღები ოთახი, საერთო სველი წერტილი, 2 საკუჭნაო, სამრეცხაო, 2 საქვაბე.

სახლი ავტომატიზირებულია და ელექტროენერგიის შეფერხების დროს სარეზერვო გენერატორზე ავტომატურად გადადის.

გარდა ამისა, სახლშია სპორტული დარბაზი, საუნა, აუზი, რომელიც სრულად აღჭურვილია ფილტრაციის და გათბობის სისტემით.

სახლი აღჭურვილია დაცვის სისტემებით, სენსორებითა და კამერებით. გათბობა და გაგრილება ცენტრალიზებული სისტემით ხდება, რომლის მართვა ინდივიდუალურად ლოკალური ზონების მიხედვით არის შესაძლებელი.

სახლშია ყველანაირი ავეჯი და ტექნიკა. ეზო სრულიად მოპირკეთებულია და ავეჯით გაწყობილია. აუზთან არის 30 შეზლონგი. ასევე ეზოს მორწყვა სრულად ავტომატიზირებულია" - წერია განცხადებაში.

დაათვალიერეთ მდიდრული სახლის ფოტოები

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ