ავტორი:

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს შეეხებათ მნიშვნელოვანი ცვლილებები წელს და როგორია კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს შეეხებათ მნიშვნელოვანი ცვლილებები წელს და როგორია კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:

"თამამად და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის გაცილებით უფრო მშვიდი და დაბალანსებული იქნება, ვიდრე იანვარი, რომელიც სხვა თუ არაფერი, მზისა და მთვარის დაბნელებებს მოიცავდა... ასევე მნიშვნელოვანი და დადებითი ტენდენციაა, რაღა თქმა უნდა, ისიც, რომ თებერვალში არცერთი პლანეტა უკუსვლით ფაზას არ გადის.

როგორი ასტროლოგიური ტენდენციები გვექნება 4 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით?

4-ში განსაკუთრებული არაფერი ხდება, ძირითადად შენარჩუნებულია წინა დღეების ტენდენციები. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია მარსისა და პულოტონის კვადრატზე, რომელიც სირთულეებთან ერთად წინსვლის საშუალებასაც იძლევა, თუ მოზღვავებულ ენერგიას სწორ კალაპოტს მივუჩენთ. სულ ცოტა ხნით ადრე, 3-ში გვიან ღამით, ვენერამ დატოვა მშვილდოსნის ზონა და თხის რქის სტუმარი გახდა. აქედან მოყოლებული, 1 მარტამდე, ანუ ვიდრე ვენერა სატურნის სამფლობელოში იმოძრავებს, ჩვენი ემოციური ფონი გაცილებით უფრო სტაბილური იქნება, ვიდრე წინა პერიოდში. შესაძლოა, რომ გარშემომყოფები შედარებით უფრო ცივები, გულგრილები და დისტანციურები გვეჩვენონ ჩვენს მიმართ. თუმცა ეს იმის ბრალია, რომ მიწის სტიქია ვენერას თავშეკავებულობას ჰმატებს. ფინანსური კუთხით ვენერას თხის რქის ზოდიაქოში მოძრაობა ასევე თავის გავლენას ამჩნევს ჩვენს ხარჯებს და აქაც, უფრო მომჭირნეები, ანგარიშიანები და სტაბილურობაზე ორიენტირებულები ვხდებით.

მოვლენებით დატვირთულია 5 თებერვალი - გარდა იმისა, რომ მერწყულის ზოდიაქოს მე-16 გრადუსზე მზისა და მთვარის შეერთება გვაქვს, რაც ფაქტიურად ახალმთვარეობას მოასწავებს, ამ დღიდან შედის ძალაში ჩინური ახალი წელიც, და პლიუს ამას ყველაფერს-ცაზე ურანისა და მარსის შეერთებაც გვაქვს. მინდა გითხრათ, რომ ეს ასპექტი თავისებურ ელფერს ანიჭებს არა მხოლოდ 5 თებერვალს, არამედ მთლიანად ამ ანუ ყვითელი ღორის წელიწადსაც. აქედანვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომდევნო 12 თვე საკმაოდ მრავალფეროვანი, სიახლეებით სავსე, თუმცა ამავდროულად იმპულსური ქმედებებით იქნება გამორჩეული.

მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხებათ ვერძებს, სასწორებს, თხის რქებს და კირჩხიბებს

დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისათვის წელიწადი იქნება შედარებით ნეიტრალური. თუმცა რა თქმა უნდა, ეს გახლავთ ზოგადი შეფასება და უფრო დეტალური ანალიზისათვის პირადი რუკის უფრო ვრცელი ანალიზია საჭირო...

დავუბრუნდეთ ამ კვირას-ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გასული კვირიდან გადმოყოლილი ჰარმონიული ასპექტები იმუშავებენ მთელი დატვირთვით. რაც იძლევა საკმაოდ კარგ შესაძლებლობას ჩვენც მაქსიმალური დატვირთვით ვიაქტიუროთ და მაღალი რეზულტატები მივიღოთ. ამაზეც, ალბათ გახსოვთ, გასულ კვირაში უკვე გვქონდა ვრცლად საუბარი და თავს აღარ შეგაწყენთ. უბრალოდ შეგახსენებთ, რომელი თემების წამოწევა იქნება უფრო უპრიანი - ეს გახლავთ ახლო თუ შორეულ გზებზე მიმოსვლის საკითხები, ხელსაყრელი დროა განათლების მიღებისთვისაც და უფროსობასთან მოლაპარაკებებისთვისაც.

ახალი ჰარმონიული ასპექტები ირთვება 7 და 8 თებერვალს - ურანისა და მერკურის და ასევე მზისა და მარსის, თუმცა ძალების სრულად ასაკრეფად მათ რამდენიმე დღე მაინც დასჭირდებათ და ამიტომაც კვირის ბოლოს უფრო გამოკვეთილი ზეგავლენა ექნებათ. რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც ფიზიკური ძალების მოჭარბებით, ისე გონების გააქტიურებით.

თუმცა კვირას, 10 თებერვალს მერკური ნიშანს იცვლის და თევზების ზოდიაქოში გადადის. ეს მისთვის დიდად სახარბიელო ზონა არაა, ლოგიკური აზროვნების უნარი აქ მკვეთრად ეცემა. გართულებული იქნება მოლაპარაკებები, მოიმატებს გაუგებრობების, გაურკვევლობების რიცხვი. არაა გამორიცხული ჩვენი შეცდომაში შეყვანის მოსურნეთა რიცხვმაც იმატოს. იმის გამო, რომ მერკურის თევზებში რეტროგრადულობის პერიოდიც უწევს, ის აქ საკმაოდ დიდხანს, 17 აპრილის ჩათვლით იმოძრავებს. გასაგებია, რომ მოტყუების ან გაუგებრობების შიშით ყველა მოლაპარაკებას ასე შორს ვერ გადავდებთ. ამიტომ უნდა მაქსიმალურად შევეცადოთ ვიყოთ ფხიზლად, დაკვირვებით შევისწავლოთ ყველა დეტალი და რომ იტყვიან - ასი თვალი და ასი ყური გამოვიბათ...

სამაგიეროდ, სწორედ ახლა, გასაქანი ეძლევა ფანტაზიას, გამომგონებლობას, შემოქმედებას. სწორედ ამიტომ ეს პერიოდი შთაგონების ხანა იქნება ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის. აგრეთვე მათთვის, ვისაც მედიტირება ან ლუციდური სიზმრების პრაქტიკები აინტერესებს. ძალზე კარგი დროა ძველი ეკლესია-მონასტრების, ტაძრების მონახულებისთვის, ლოცვისთვის, მფარველი ანგელოზისა თუ წინაპართა სულებისათვის მიმართვისათვის... აი, ასეთი, შეიძლება ითქვას საკმაოდ პოზიტიური კვირა გველის წინ. ვისურვებ, რომ ჩვენ ყველას სასიკეთოდ გამოგვეყენებინოს სამყაროსაგან გამომეტებული შანსები!"

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ