ავტორი:

ირაკლი კობახიძე ფარულ ჩანაწერზე - "ხუთი ჩანს, მაგრამ "აიფონ 5" არ ვიცი"

ირაკლი კობახიძე ფარულ ჩანაწერზე - "ხუთი ჩანს, მაგრამ "აიფონ 5" არ ვიცი"

მე მაქვს ყოველდღიური კავშირი სამართალდამცავ ორგანოებთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმის გამოძიების პროცესში მის ჩართულობაზე საუბრისას განაცხადა.

"მე მაქვს ყოველდღიური კავშირი სამართალდამცავ ორგანოებთან. რაც შეეხება პირველ დღეებს, იქ ჯერ კიდევ მიმდინარეობდა მუშაობა იმაზე, რომ დადგენილიყო, თუ რამდენად შეესაბამებოდა რეალობას ერთი დეპუტატის განცხადება და ამასთან დაკავშირებითაცაა კითხვის ნიშნები. რაც შეეხება ჩემ ჩართულობას ამ პროცესში, ყოველდღიური კავშირი მქონდა სამართალდამცავ ორგანოებთან, შესაბამის მინისტრებთან. აქედან გამომდინარე, ჩემი ჩართულობა ყოველდღიურ რეჟიმშია იმისათვის, რომ საქმის ბოლომდე გამოძიება უზრუნველყოფილი იყოს", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება რამდენიმე წლის წინ გავრცელებულ, კიდევ ერთი თანამდებობის პირის პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერს და ოპოზიციის განცხადებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული ფარული ჩანაწერი შესაძლოა"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყოს გადაღებული, რადგან ჩანაწერში ჩანს "აიფონ 5", კობახიძემ ამას სპეკულაცია უწოდა.

"ესაა მარტივი სპეკულაცია, იქ ტელეფონების გარჩევა საერთოდ შეუძლებელია. ხუთი ჩანს, მაგრამ "აიფონ 5" არ ვიცი", - განაცხადა კობახიძემ.

აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე მსვლელობას მართავენ - რა ხდება ამ წუთებში აქციაზე

"რას აკეთებს “ის’’, ვისაც შეთანხმების გაგონებაც არ უნდა, იღებს ჩანაწერებს, ჩეხავს, ცვლის კონტექსტს და ცდილობს ხალხის გაბრაზებას" - მამუკა მდინარაძე

გოგი წულაიამ "თავისუფალი საქართველო" დატოვა - რა გახდა პარტიიდან წასვლის მიზეზი?