პარიზში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა. როგორც ფრანგული მედია იუწყება, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი ერლანჟის ქუჩაზე მდებარე რვასართულიან საცხოვრებელ სახლში ღამის პირველ საათზე გაჩნდა.
ადგილზე ხანძრის ჩაქრობაში 200-მდე მეხანძრე იყო ჩართული. ასევე განხორციელდა მიმდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია. ხანძრის მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის.