მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს 10-ზე მეტი მეფე და პრეზიდენტი დაესწრება

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს 10-ზე მეტი მეფე და პრეზიდენტი დაესწრება

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს სულ ცოტა 14 სახელმწიფოს მეთაური დაესწრება.

11 ივნისს, იოჰანესბურგის სტადიონზე Soccer City-ზე საფეხბურთო მატჩთან ერთად კონცერტი და მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალი გაიმართება.

უკვე ცნობილია, რომ პომპეზურ ფინალს, რომელშიც ესპანეთისა და ჰოლანდიის ეროვნული გუნდები მსოფლიოს ახალ ჩემპიონს გამოავლენენ, თავად ამ ქვეყნების სამეფო ოჯახების წევრების გარდა, ლესოტოსა და სვაზილენდის მეფეები: ლეტსიე III და მსვატი III, ასევე კენიის, ბურუნდისა და სამხრეთ აფრიკის პირველი პირები დაესწრებიან.

ბოლო ინფორმაციით, ფინალური მატჩის გამარჯვებულს თავად ნელსონ მანდელა დააჯილდოვებს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო