ავტორი:

30 000 ევრო ახალ სამსახურში - როგორ შეიცვალა გიორგი კვირიკაშვილის ქონება პრემიერობის შემდეგ

30 000 ევრო ახალ სამსახურში - როგორ შეიცვალა გიორგი კვირიკაშვილის ქონება პრემიერობის შემდეგ

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობის დატოვების შემდეგ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გააფორმა ხელშეკრულება.

EBRD-ის საერთაშორისო მრჩევლის პოსტზე კვირიკაშვილის შემოსავალმა გასული წლის 6 სექტემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში 29 888 ევრო შეადგინა. ამასთან, მანვე გასულ წელს პრემიერის პოსტზე 1-ლი იანვრიდან 13 ივნისის პერიოდში 23 882,87 ლარის შემოსავალი მიიღო. ეს ინფორმაცია გიორგი კვირიკაშვილის მიერ მიმდინარე წლის 31 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორ შეიცვალა ყოფილი პრემიერის ქონებრივი მდგომარეობა პოსტის დატოვების შემდეგ. მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გიორგი კვირიკაშვილის უძრავ-მოძრავი ქონება არ შეცვლილა. კერძოდ, პრემიერი კვლავ ფლობს, 217,31 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლსა და 34 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში; ასევე 433 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს დედაქალაქში და დუშეთში მდებარე 243,8 კვ. მეტრის აგარაკსა და 3 475 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშზე 4 991,98 ლარი და სხვადასხვა ბანკში 3 677,52 დოლარის, 8 999,82 ლარის, 5 000 ევროსა და 8 435,47 დოლარის საკრედიტო ჰქონდა.

გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. დეკლარაციის თანახმად, ყოფილი პრემიერის მეუღლეს საბანკო ანგარიშზე დეკლარაციის შევსების მომენტში 302,84 ლარი ჰქონდა. რაც შეეხება შვილებს, მისმა უფროსმა შვილმა 2018 წელს შეიძინა "საქართველოს ბანკის" აქციები. წაიკითხეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები