ავტორი:

გასროლას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა - თამარაშვილზე მომხდარი სროლის თვითმხილველები

გასროლას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა - თამარაშვილზე მომხდარი სროლის თვითმხილველები

თამარაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თვითმხილველების ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარ გასროლას სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ. მათივე ინფორმაციით, მათ 5 გასროლის ხმა გაიგეს.

შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა. ორივე მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

იხილეთ ვიდეო: კადრები თამარაშვილის ქუჩიდან, სადაც სროლა იყო: დაჭრილია ორი ახალგაზრდა მამაკაცი

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო