ავტორი:

საინტერესო სანახაობა კონგრესში: კონგრესმენი ქალები თეთრებში, მელანია - შავებში

საინტერესო სანახაობა კონგრესში: კონგრესმენი ქალები თეთრებში, მელანია - შავებში

5 თებერვალს დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე ტრადიციული სიტყვით გამოვიდა. State of the Union (აშშ-ს პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ“) თავდაპირველად 29 იანვრისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოზიმ ე.წ. შათდაუნის გამო, პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლაზე უარი განუცხადა.

წელს კონგრესში უჩვეულო სანახაობა ვიხილეთ - კონგრესმენი ქალების დიდი ნაწილი პრეზიდენტის ტრადიციულ მიმართვაზე თეთრი ფერის კოსტიუმებით გამოცხადდა, რითაც სოლიდარობა გამოხატა ქალების სუფრაჟისტული მოძრაობის მიმართ.

დემოკრატმა ლუის ფრანკელმა "ტვიტერზე" ქალების ჯგუფური ფოტო განათავსა და დაწერა:

"მხარდამხარ ვდგავართ სუფრაჟისტების თეთრ ფერში, იმის დასტურად, რომ ვართ ადამიანებისთვის! ამ გზავნილით ხმამაღლა და ნათლად ვამბობთ, რომ დემოკრატი ქალები ვიბრძვით ქალებისა და ოჯახების ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის".

ამასთან, წელს აღინიშნება 100 წლის იუბილე იმ თარიღიდან, როცა კონგრესში მიღებული შესწორებით, ქალებმა ხმის მიცემის უფლების გარანტია მოიპოვეს. თეთრი ფერის არჩევა კიდევ ერთ ფაქტს დაუკავშირდა: კონგრესში სწორედ წელს აირჩიეს რეკორდული რაოდენობის ქალი. სენატში ამჟამად 100 სენატორიდან 25 ქალია, წარმომადგენლობითი პალატის 435 წარმომადგენლიდან კი 102 არის ქალი, რაც ისტორიული მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის ფონზე მელანია ტრამპი ძალიან თვალშისაცემად გამოიყურებოდა შავ კაბაში. პირველმა ლედიმ ამჯერად არჩევანი მილიტარისტული სტილის, ლითონის ღილებიან შავ კაბაზე და ტყავის შავ ხელთათმანებზე შეაჩერა. Burberry-ის ბრენდის კაბის ღირებულება 2390 დოლარია.

თუმცა, უნდა გავიხსენოთ მელანია ტრამპის შარშანდელი ჩაცმულობა State of the Union-ზე. წლევანდელის მსგავსად, მელანია კონგრესში შარშანაც ქმრის გარეშე მივიდა და "დოლჩე & გაბანას" თეთრი სამოსი ეცვა. ამერიკულმა მედიამ მაშინ აღნიშნა, რომ მელანია სუფრაჟისტების ფერის სამოსით მივიდა პრეზიდენტი მეუღლის ტრადიციულ მიმართვაზე დასასწრებად.

აშშ-ს პრეზიდენტი "ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიურ მიმართვაში არსებულ მდგომარეობაზე საკუთარ ხედვას წარადგენს, ასევე საუბრობს შიდა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე