ავტორი:

ურუგვაელი მწერლის, მარიო ბენედეტის რომანების პირველი ქართული გამოცემის წარდგენა „სტამბის წიგნებში“ გაიმართება

ურუგვაელი მწერლის, მარიო ბენედეტის რომანების პირველი ქართული გამოცემის წარდგენა „სტამბის წიგნებში“ გაიმართება

12 თებერვალს, 19:00 საათზე მაღაზიაში "Stamba's Books - სტამბის წიგნები“ (კოსტავას #14) გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ახალი თარგმანის, ურუგვაელი მწერლის, მარიო ბენედეტის რომანების - „სულის მოთქმა“ და „მადლობა ცეცხლისთვის“ წარდგენა გაიმართება. წიგნს წარადგენენ მთარგმნელი, ელზა ახვლედიანი და რედაქტორი, მაია ალუდაური. ლიტერატორი, ზაალ ჩხეიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას მწერლისა და მისი შემოქმედების შესახებ.

თანამედროვე რეალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლისა და არაერთი ლიტერატურული პრემიის მფლობელი რომანისტის, ესეისტისა და პოეტის, მარიო ბენედეტის რომანები ქართულ ენაზე პირველად გამოიცა. წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გამოსცა სერიაში „ლიტერე ინვენტე“.

„მარიო ბენედეტი სამხრეთ-ამერიკული ლიტერატურის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. ყველაზე საკითხავი მწერალი, არა მხოლოდ ესპანურენოვან მკითხველში, არამედ მთელ ევროპაში, შეიძლება ითქვას. ვფიქრობთ, რომ მისი წიგნი ძალიან კარგი შენაძენი იქნება ჩვენი მკითხველისთვის.“ - ამბობს წიგნის რედაქტორი, მაია ალუდაური.

მარიო ბენედეტის რომანები „სულის მოთქმა“ და „მადლობა ცეცხლისთვის“ ესპანურიდან თარგმნა ელზა ახვლედიანმა.

ღონისძიებაზე წიგნი -20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს