ავტორი:

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის შედეგების ვადა ხანგრძლივდება - რა შეიცვლება კანონში

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის შედეგების ვადა ხანგრძლივდება - რა შეიცვლება კანონში

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის პასუხების მოქმედების ვადა გაიზრდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული. მთავრობა ამ კანონპროექტის წარდგენას პარლამენტში გასული წლის საშემოდგომო სესიაზე გეგმავდა, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ცვლილებათა პროექტის წარდგენა საკანონმდებლო ორგანოში ამ წლის საგაზაფხულო სესიისთვის გადავადდა.

პროექტში საუბარია, რომ უნდა მოხდეს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მე-2 ეტაპის დანერგვაც.

რაც შეეხება თეორიული გამოცდის ვადას, პროექტის თანახმად, მისი შედეგების მოქმედების ვადის 1 თვიდან 1 წლამდე გაზრდა იგეგმება.

„ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდას ემატება მეორე ეტაპი (რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში). შესაბამისად, დადგინდება აღნიშნული ეტაპის საფასური. ასევე ცვლილება შეეხება თეორიული გამოცდის შედეგების მოქმედების ვადასაც და იგი 1 თვიდან გაიზრდება 1 წლამდე.

ცვლილებების შედეგად ასევე დაიხვეწება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მთელი რიგი მომსახურებები, დაემატება დაჩქარებული მომსახურებები და მომსახურების ახალი სახეები, მათ შორის, მომსახურების დისტანციური არხები,“-აღნიშნულია პროექტში.

ამასთან, შს სამინისტრო მართვის უფლების მქონე პირთა ფსიქიკური დაავადების შესახებ ინფორმაციაზე წვდომას ითხოვს. წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ