ავტორი:

"გატეხილი აქვს თავი" - ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს

"გატეხილი აქვს თავი" - ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს

ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მისი ეზოდან გაყვანას რამდენიმე სამართალდამცველი ცდილობდა.

ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან სამართალდამცველების მიერ ძალის გამოყენებით გაყვანამ გააღიზიანა, რის შემდეგაც მან თვითდაზიანებები მიიყენა.

ზაზა სარალიძეს გატეხილი აქვს თავი. ამჟამად პროკურატურასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ელოდებიან.

ზაზა სარალიძესთან ერთად ტერიტორია დაატოვებინეს მის თანმხლებ პირებსაც, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილს.

რაც შეეხება ნესტან ლონდარიძესა და ალეკო ცქიტიშვილს, ისინი პროტესტის ნიშნად კვლავ პროკურატურის ეზოში რჩებიან.

საქართველოს გენერალური პროკურატურა ზაზა სარალიძის პროკურატურაში შესვლას „თვითნებურად შეჭრად“ აფასებს და აცხადებს, რომ მისი მხრიდან „აგრესიულ, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელ საქციელს" აქვს ადგილი.

ზაზა სარალიძეს მოთხოვნას საქმის პროკურორებთან შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა პასუხობს.

„საქართველოს გენერალური პროკურატურა ორგანიზებას გაუწევს ზაზა სარალიძისა და სამივე მიმდინარე საქმის მოქმედი პროკურორების შეხვედრას, რომელიც შედგება სამშაბათს. დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი როგორც თავად ზაზა სარალიძისათვის, ასევე ეცნობება საზოგადოებას. საქართველოს გენერალური პროკურატურა მუდმივად მზად არის კომუნიკაციისა და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისთვის ნებისმიერ პირთან, იქნება ეს დაზარალებული, ბრალდებული თუ დაინტერესებული პირი ამა თუ იმ საქმეზე. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ზაზა სარალიძის მხრიდან აგრესიული, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი საქციელის გამო, რაც ამ წუთებშიც გამოავლინა პროკურატურის ტერიტორიაზე თვითნებურად შემოჭრით, სამწუხაროდ, მოკლებული ვართ შასაძლებლობას მასთან კომუნიკაციის, თუმცა საქმიანი და ნორმალური კომუნიკაციის ფორმატში მზად ვართ, სამშაბათს, საქმესთან დაკავშირებული ყველა პროკურორი შეხვდეს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: "ზაზა თავს ურტყამ?, ეხლა ვერ იჭერთ, წეღან რომ იჭერდით?!" - სარალიძემ თვითდაზიანებები მიიყენა და თავი აქვს გატეხილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ