ავტორი:

როგორ შეიცვალა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოხელის ქონება 1 წელიწადში

როგორ შეიცვალა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოხელის ქონება 1 წელიწადში

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის შემოსავალმა აღნიშნულ პოსტზე გასულ წელს 294 000 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ საგანელიძე ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოხელედ ითვლება ქვეყანაში და მისი წლიური შემოსავლის საკითხიც არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა როგორ შეიცვალა მისი მდგომარეობა 1 წელიწადში. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს 2017 წელთან შედარებით საპარტნიორო ფონდში ნაკლები შემოსავალი მიიღო. კერძოდ, მისი 2017 წლის შემოსავალი დაკავებულ თანამდებობაზე 336 000 ლარი იყო.

დეკლარაციის მიხედვით, საგანელიძის უძრავ-მოძრავი ქონება 2018 წელს არ შეცვლილა. კერძოდ, საგანელიძე ფლობს: 126 კვ. მეტრი ფართობისა და 66,75 კვ. მეტრი ფართს ბათუმში, საცხოვრებელ კომპლექს „მაგნოლიაში“; 250,5 კვ. მეტრისა და 413,5 კვ. მეტრის ორ ბინას თბილისში; ამავე მისამართზე მდებარე 14-14 კვ. მეტრის ორ ავტოფარეხს და ასევე დედაქალაქში არსებულ 79,88 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხს.

მის საკუთრებაშია ასევე: 160 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლი და 8 792 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ წმენდაურში; 1 200 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი და 300 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლი (აგარაკი) მცხეთაში; 65 კვ. მეტრის ბინას თურქეთში, კარჩიჯაკში. ასევე მსუბუქი ავტომობილი - " ლინკოლნ ნავიგატორი". წაიკითხეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები