ავტორი:

ბრიტანულმა ცენტრმა ინგლისური ენის საბავშვო კურსებისთვის საბურთალოზე ახალი ფილიალი გახსნა

ბრიტანულმა ცენტრმა ინგლისური ენის საბავშვო კურსებისთვის საბურთალოზე ახალი ფილიალი გახსნა

ბრიტანულმა ცენტრმა ინგლისური ენის საბავშვო კურსებისთვის საბურთალოზე ახალი ფილიალი გახსნა. ფილიალი განკუთვნილია 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, სადაც ინგლისური ენის სწავლება Super Minds-ის პროგრამით მიმდინარეობს.

დაკო ლომიძე, ბრიტანული ცენტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი:

ბრიტანული ცენტრი, უკვე მრავალი წელია, საქართველოს მოსახლეობას მუდმივად სთავაზობს ინგლისური ენის შესწავლის სფეროში არსებულ უახლეს სასწავლო მეთოდებს და სტანდარტებს. Super Minds-ის პროგრამით სწავლება პირველად, რამდენიმე წლის წინ, ჩვენს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში - ბრიტანული ცენტრის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლაში დავნერგეთ.

მეთოდმა ბავშვებში იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა და სწავლების კუთხით მცირე დროში იმდენად კარგ შედეგებს მივაღწიეთ, გადავწყვიტეთ, ბრიტანულ ცენტრში კურსების სახითაც დაგვენერგა და უფრო მეტი ბავშვისთვის გაგვეხადა ხელმისაწვდომი.

აქამდე აღნიშნული პროგრამით სწავლება თბილისის მხოლოდ ორ ფილიალსა და ბათუმის ფილიალში მიმდინარეობდა, დღეიდან კი ჩვენს ყველაზე პატარა მომხმარებლებს კიდევ ერთი ფილიალიდან მოვემსახურებით.

საქართველოში, ინგლისურ ენას, ასე თუ ისე, თითქმის ყველა ბავშვი სწავლობს, ზოგი ბაღიდან, ზოგი სკოლაში, ზოგი კი კერძო რეპეტიტორთან ემზადება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მიუხედავად ამისა, შესაბამისი შედეგები მხოლოდ მცირე რაოდენობას აქვს, რაც ძირითად შემთხვევებში უხარისხო სასწავლო რესურსების გამოყენებით ან არათანმიმდევრული სასწავლო მეთოდოლოგიით არის განპირობებული.

დადგენილია, რომ სწორედ 5-6 წელი გახლავთ უცხო ენის ყველაზე მარტივად და სწრაფად ათვისებისთვის საუკეთესო ასაკი. დღეს, მშობლების უმრავლესობას ჩვენი შვილებისთვის ბილინგვური განათლების მიცემა გვაინტერესებს, რაც მათ საშუალებას აძლევს მშობლიური ენის გარდა, მეორე ენაზეც ანალოგიურად თავისუფლად იაზროვნონ და იმეტყველონ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ასაკიდანვე მოხდეს მეორე ენის სისტემური და საფუძვლიანი შესწავლა.

პროგრამა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, წარმოადგენს კემბრიჯის უნივერსიტეტის უახლეს გამოცემას. ის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ინგლისური. კურსი მოიცავს ასაკის შესაბამისი ინტერდისციპლინური თემატიკების (როგორიცაა: მათემატიკა, ლოგიკა, მეცნიერება, ისტორია, ლიტერატურა და სხვა) ინგლისურ ენაზე სწავლებას. ამავდროულად, დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვებში კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარების განვითარებას.

ჩვენი ბავშვობისგან განსხვავებით, ახალი ათასწლეულის განათლება დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სახელმძღვანელოზე ორიენტირებულ და ე.წ. დაზუთხვის მეთოდზე დაფუძნებულ სწავლებას. Super Minds-ის საგაკვეთილო პროცესი, კლასიკური სწავლების გარდა, ბავშვებისთვის საინტერესო უამრავ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს აერთიანებს, როგორიცაა: თეატრალური დადგმები, მხატვრული წერა-კითხვა, კარაოკე, ვიდეოკე და სხვა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მიმდინარეობს სამიზნე ენაზე, რის საფუძველზეც სასწავლო მასალა დაუყოვნებლივ გადადის ბავშვებისთვის საინტერესო და სახალისო კონტექსტში.

გამომდინარე იქიდან, რომ Super Minds სწავლების უახლეს მეთოდს წარმოადგენს, პროგრამა დაფუძნებულია სასწავლო პროცესში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს 21-ე საუკუნის ბავშვებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას. პროგრამით გათვალისწინებული შემეცნებითი თამაშების ნაწილი საბავშვო ვებ-გვერდზე www.superkids.ge გვაქვს ატვირთული, სადაც ნებისმიერ ბავშვს აქვს შესაძლებლობა ითამაშოს, ისწავლოს ინგლისური და სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლოდაც აქციოს კომპიუტერთან გატარებული დრო.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის