ავტორი:

ე.წ. სახალხო მკურნალი, რომელმაც მშობლებს შვილის მკურნალობისთვის მოტყუებით 27 800 ლარი გადაახდევინა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ე.წ. სახალხო მკურნალი, რომელმაც მშობლებს შვილის მკურნალობისთვის მოტყუებით 27 800 ლარი გადაახდევინა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ე.წ. სახალხო მკურნალის ლ.ნ.-ს მიმართ, რომელსაც ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული, რომელსაც არ გააჩნდა სამედიცინო განათლება და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია, მუშაობდა რა ქალიშვილის კუთვნილ კლინიკაში, ცერებრალური დამბლით დაავადებულ პაციენტის მშობლებს დაჰპირდა, რომ სამი თვის განმავლობაში პაციენტს ჩაუტარებდა სამედიცინო პროცედურებს და გააუმჯობესებდა მის მდგომარეობას. კლინიკაში გატარებული თითოეული დღისთვის კი პაციენტის მშობლებს უნდა გადაეხადათ 420 ლარი.

2010 წლის 10 ნოემბერს, ნ.ა. დააწვინეს ქ.თბილისში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში, რომელსაც იმ პერიოდისათვის სტაციონალური დაწესებულების ნებართვა არ გააჩნდა. ბრალდებულმა პაციენტი მოათავსა ხის ჯვრის ფორმის ტრავმატოლოგიურ საწოლზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა იცოდა, რომ ვერ განკურნავდა ცერებრალური დამბლის მქონე პაციენტს, მშობლებს მკურნალობისათვის გაწეული საფასურის სახით, მოტყუებით 2010 წლის 10 ნოემბრიდან - 2011 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში, გადაახდევინა 27 800 ლარი.

საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ 81 წლის ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულის ასაკი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდებულს სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა - 10 000 ლარი.

ე.წ. კანონიერი ქურდი ვატო ყიფიანი ქვეყნიდან გააძევეს - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის ეროვნული პოლიცია

"მისი დაკავება ძმები ფეიქრიშვილების საქმეს უკავშირდება" - რას ყვება ადვოკატი ვატო ყიფიანის შესახებ, რომელიც თბილისის აეროპორტში დააკვეს

რას ყვება ვახტანგ გომელაური ურეკში მომხდარ ინციდენტზე