საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლოჟამია... მთელს მსოფლიოში ეძებენ, რას ეძებენ თვითონაც არ იციან... - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

14:42 / 10-02-2019

"ჩვენ ვცხოვ­რობთ გან­სა­კუთ­რე­ბულ დროს. წმინ­და მა­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბო­ლო­ჟა­მი­აო. ზოგი იმა­საც ამ­ბობს, ბოლო დღე­ე­ბი­აო. ღმერ­თმა მოგ­ცეთ ძალა და მად­ლი, რომ ავი­ტა­ნოთ ეს ბოლო ჟამი და ბოლო დღე­ე­ბი. რთუ­ლია, მაგ­რამ ღმერ­თი ამოკ­ლებს დროს იმი­სათ­ვის, რომ ნაკ­ლე­ბად და­ი­ტან­ჯოს ადა­მი­ა­ნი. ამი­ტომ არ უნდა შე­გე­შინ­დეთ.

თქვენ ხე­დავთ მთელს მსოფ­ლი­ო­ში მღელ­ვა­რე­ბაა. მთელს მსოფ­ლი­ო­ში ეძე­ბენ, რას ეძე­ბენ თვი­თო­ნაც არ იცი­ან. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ჩვენ ვე­ძი­ოთ მად­ლი ღვთი­სა.

რო­დე­საც მღვდე­ლი, დი­ა­კო­ნი ან ეპის­კო­პო­სი ლო­ცუ­ლობს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღა­მაღ­ლოთ თქვე­ნი გული, გო­ნე­ბა ღვთი­სა­კენ და ეს მად­ლი ღვთი­სა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ჩვენ. დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, რომ ვსცნოთ თავი თვი­სი. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ და გა­გაძ­ლი­ე­როთ. ღმერ­თმა მოგ­ცეთ გან­ცდაი თვის­თა ცოდ­ვა­თა", - მი­მარ­თა მრევლს პატ­რი­არ­ქმა ქა­და­გე­ბი­სას.

ამას­თან, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ქა­და­გე­ბის და­სას­რულს აღ­ნიშ­ნა, რომ დიდი მარ­ხვის დღე­ე­ბი მო­ახ­ლოვ­და და მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან დიდი მარ­ხვის სა­გა­ლობ­ლე­ბი იგა­ლო­ბე­ბა.

ილია მე­ო­რემ ადა­მი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ამ პრო­ცეს­ში არ­სე­ბულ სირ­თუ­ლე­ებ­ზე იქა­და­გა. უწ­მინ­დეს­მა მრევლს მო­უ­წო­და, პირ­ველ რიგ­ში "თვის­თა ცოდ­ვა გა­ნი­ცა­დოს".

"ადა­მი­ა­ნი მო­წო­დე­ბუ­ლია იმი­სათ­ვის, რომ გან­ვი­თარ­დეს. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ადა­მი­ან­მა გან­ვი­თა­რე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვით უნდა და­ი­წყოს. რა­ტომ­ღაც ჩვენ ვი­წყებთ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბით. იმი­ტომ ვი­წყებთ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბით, რომ უფრო ად­ვი­ლია, უფრო ვხე­დავთ. მო­მა­ნი­ჭე მე უფა­ლო გან­ცდაი თვის­თა ცოდ­ვა­თა - რო­გორ ძნე­ლია. ჩვენ გვაჩ­ვე­ნა ცხოვ­რე­ბამ, გა­მოც­დი­ლე­ბამ, რომ გან­ცდა თვის­თა ცოდ­ვა­თა არც ისე იოლი ყო­ფი­ლა. ადა­მი­ა­ნი მო­წო­დე­ბუ­ლია სრულ­ყო­ფი­სათ­ვის. მა­ცხო­ვა­რი ამ­ბობს - იყა­ვით სრულ­ყო­ფი­ლი, ვი­თარ­ცა მამა ზე­ცი­ე­რი სრულ­ყო­ფილ არს. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ სრულ­ყო­ფა, გან­ვი­თა­რე­ბა და­უს­რუ­ლე­ბე­ლია, მუდ­მი­ვია. ადა­მი­ა­ნი არას­დროს მი­აღ­წევს ისეთ სრულ­ყო­ფას, რო­გორც მა­მა­ზე­ცი­ე­რი, მაგ­რამ ეს სი­ტყვე­ბი ნიშ­ნავს სრულ­ყო­ფას ორი­ვე სო­ფელ­სა შინა", - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ადა­მი­ა­ნის სურ­ვი­ლის ძა­ლა­ზეც ისა­უბ­რა. "რა­ტო­მაა ასე­თი ძნე­ლი გან­ცდაი თვის­თა ცოდ­ვა­თა?! იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნი სუს­ტია. სუს­ტია, მაგ­რამ არის ხა­ტე­ბა ღვთი­სა. სუს­ტია, მაგ­რამ მსგავ­სე­ბას ღვთი­სას უნდა მი­აღ­წი­ოს თა­ვი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბით და სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბით. ღმერ­თი ხე­დავს სურ­ვილს და სურ­ვი­ლი უკვე მი­აჩ­ნია მას, რო­გორც გა­კე­თე­ბუ­ლი კე­თი­ლი საქ­მე. სურ­ვი­ლი უკვე ბევ­რს ნიშ­ნავს. შე­იძ­ლე­ბა ვერ მი­აღ­წი­ოს ადა­მი­ან­მა სა­სურ­ველს, მაგ­რამ ღმერ­თი იმ­დე­ნად მო­წყა­ლეა, რომ მი­აჩ­ნია სურ­ვი­ლი, რო­გორც გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე. არის ლოც­ვა, რო­მე­ლიც თქვა ეფ­რემ­მა - უფა­ლო და მე­უ­ფეო ცხოვ­რე­ბი­სა ჩე­მი­საო. ჰე, უფა­ლო, მოგ­ვა­ნი­ჭე გან­ცდა თვის­თა ცოდ­ვა­თა და არა გან­კი­თხვა ძმი­სა ჩე­მი­სა. ეს ძნე­ლია. ე.ი. ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი ძა­ლით ვერ აღ­წევს გან­ცდას. ადა­მი­ან­მა უნდა მი­ი­ღოს ძალა ღვთი­სა. ადა­მი­ა­ნი სუს­ტია. ადა­მი­ა­ნი ეცე­მა. აი, სა­გა­ლო­ბე­ლი რომ არის - და­ვი­ღა­ლე, და­ვი­ღა­ლე, მოდი ჩემ­თან უფა­ლო. ადა­მი­ა­ნი ეცე­მა. ხან­და­ხან ისე ეცე­მა, რომ ფიქ­რობს ვე­რას­დროს ად­გე­ბა, მაგ­რამ ამ დროს უფა­ლი თვი­თონ მი­დის ადა­მი­ან­თან და აყე­ნებს მას. ეს სას­წა­უ­ლია და წყა­ლო­ბაა ღვთი­სა. ჩვენ ვმად­ლობთ უფალს, რომ გვაძ­ლევს ამ წყა­ლო­ბას", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

გაზიარება
ტეგები:
#საპატრიარქო
#ილია მეორე
მკითხველის კომენტარები /56/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)))
0
0
რა შავ ჯიპებს!.. ეგერ, მამა ათანასე "ბენტლით" დაბრძანდება... (ახალი ტრენდი შემოდის!)
21:35 / 12-02-2019
გამოხმაურება //
ლევანისს
0
1
შენ სად დაინახე? ტელევიზორში? ააა, გასაგებია. დაგანახეს და დაიჯერე.
20:56 / 12-02-2019
გამოხმაურება //
უი
1
1
მაგათმა კითხვა არ იციან, მარტო რ2სგან მიღებული ცოდნა ყოფნით.
20:53 / 12-02-2019
გამოხმაურება //
me
9
4
საპატრიარქო რომ ბიზნესშია ეს რა არის.
17:27 / 12-02-2019
გამოხმაურება //
გიმნაზისტკა-s
3
0
ჭეშმარიტ მოძღვრებს ბოლო ჟამის არ ეშინიათ.
14:15 / 12-02-2019
გამოხმაურება //
ედიკა
2
4
5555-ს-ს! ერთი ხუთიანი, რომელი პარტიის ნიშანი იყო ხომ გახსოვს? ხოდა, რაღაა გამოსაკვლევი შე კაცო, ოთხგზის 5-იანი, ვინ და რა სულის პატრონი იქნება ვერ ხვდებიი???
13:46 / 12-02-2019
გამოხმაურება //
მესმის თქვენი
16
10
ნაცებო და უსამშობლო ადამიანებო, როგორ გიშლით ხელს პატრიარქი, თან რომ ვერ ერევით ვერანაირი ხერხით
13:44 / 12-02-2019
გამოხმაურება //
ჰაჰა
7
9
არ გწამს, ნუ გწამს. თქვენი ნებაა. სხვა სარწმუნოების მიმდევარი ხარ, ესეც თქვენი ნებაა.აღარაფერს ვამბობ თქვენ დამოკიდებულებაზე პატრიარქსა და საერთოდ ქართულ მართმადიდებელ ეკლესიაზე. მაგრამ რას ვერ ვხვდები, იცით. ეს თქვენი "ჭკვიანური აზრები" მაინცდამაინც სახალხო რატომ უნდა გახადოთ? გასაგებია რომ რელიგიაში გაუნათლებლები ხართ. მერე რა მოხდა. არც მე არ მაქვს წაკითხული ლენინი და სტალინი, მაგრამ უკვე 60 წელს გადავცილდი და დიდი იმედი მაქვს ერთ ამდენს კიდევ ვიცოცხლება ულენინსტალინოდ (და უთქვენოდ). ღმერთიც მწამს და მეორედ მოსვლისაც მჯერა. მაინც ვაპირებ კიდევ დიდხანს ცხოვრებას. თუმცა თქვენ მაგას ვერ გაიგებთ. პ.ს. ილაზღანდარეთ მშვიდად. თქვენ თქვენი ადგილი უკვე ნაპოვნი გაქვთ.
12:54 / 12-02-2019
გამოხმაურება //
aleko
7
3
7 საუკუნის მერე სულ ბოლო ჟამს გაიძახიან
11:57 / 12-02-2019
გამოხმაურება //
ირაკლი
6
5
იქნებ ნორმალურად წაგეკითხათ სტატია და მარტო სათაურის მიხედვით არ დაგეწერათ კომენტარები. ამდენ ბოღმასაც აღარ გადმოაფრქვევდით ალბათ
11:28 / 12-02-2019
გამოხმაურება //
ლამარა ადამაშვილი
10
3
ყველა ადამიანის ბოლო ჟამი დგება მის გარდაცვალებამდე. რადგანაც ჩვენ არ ვიცით როდის დადგება ჩვენთვის ეს დღე, ამიტომ ყოველი დღე ჩვენთვის ბოლო ჟამია და მომზადებული უნდა დავხვდეთ უფალს. ამას გულისხმობს პატრიარქი. ის თავის ხალხზე ზრუნავს და სურს ყველა სინანულით და ღვთის რწმენით ცხოვრობდეს.
06:25 / 12-02-2019
გამოხმაურება //
5555-ს
9
2
გამოიკვლიეთ ამ ხუთიანების ასავალ-დასავალი და ნუ აძლევთ ადმინი უფლებას მსგავსი შინაარსის კომენტარების წერას ან გამოქვეყნებას! (მე არ ვარ გადამკვდარი 'ეკლესიური', მაგრამ ასე უფრო სწორია იმ ხალხისთვის ვინც ეკლესიურად ცხოვრობს და ვისთვისაც ბევრს ნიშნავს პატრიარქი)
22:32 / 11-02-2019
გამოხმაურება //
გიორგი777
3
0
საღი აზრი?!შორსხარ ძალიან საღი აზრისგან სამწუხაროთ.
22:08 / 11-02-2019
გამოხმაურება //
mixo
2
1
ანიკო ილიაც და სხვებიც არიან ადამიანები სხვადასხვა მუხტი ამოცრავებტ ვისაც უნდა და დაჯირდება ისიც მოიკცევა მაგრე
21:13 / 11-02-2019
გამოხმაურება //
ამოსაბუგიააააააააა
9
2
დასანგრევია მთლიანად დედამიწა ამდენი ცოდვების გამო, საქართველოში კი ვინც 30 წელია ქვეყანას ხრავს და ჭამს ისინიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
18:54 / 11-02-2019
გამოხმაურება //
სან დრო©
8
2
ვისაც როგორ წარმოუდგენია ბოლო ჟამი ისე მოიქცეს. ყველასთვის ერთნაირია ბოლო მაინც.
17:08 / 11-02-2019
გამოხმაურება //
!!!!!!!
25
20
კითხვებზე პასუხების მისაღებად წმინდა მამათა აურაცხელი თხზულებები არსებობს და ვისაც მართლა გულით სურს ქრისტიანობასთან ზიარება უპასუხოდ არავინ დარჩება. ამ დემაგოგიას წიგნები იკითხო ის გირჩევნია!!!!
16:34 / 11-02-2019
გამოხმაურება //
ლევანი-ს
32
10
"იმდენი ზიზღი, სიძულვილი, ღვარძლი, შური და ბოღმა" შიგნით საპატრიარქოშიც რომ არის იმას რატომ ვერ ხედავთ?
14:45 / 11-02-2019
გამოხმაურება //
ვახტანგი
25
24
რაც ქრისტიანობა არსებობს მაგის მერე მოდის ეს ბოლო ჟამი და რით ვერ მოვიდა ამდენი ხანი ვერ გავიგეთ, ასე აშინებდნენ ადრე ბნელ ხალხს სწორად იცხოვრეთ თორე ბოლო ჟამი მოდის და ვერ მოასწრებთ მონანიებასო და იმათაც ჯეროდათ. არ დაიჯერებდნენ და დაწვავდნენ კოცონზე ან მოკვეთდნენ თემიდან და მოკვდებოდნენ მშივრები ან აწამებდნენ დილეგში. ახლა ხალხს სხვა პრობლემები აქვს, სხვა ხედვები და ამ ბოლო ჟამის და ეშმაკის შიშით ვეღარ შეინარჩუნებთ განათლებულ და განვითარებულ ადამიანებს მრევლში, რაღაც უნდა შეცვალოთ სხვა მიმართულებით უნდა წაიყვანოთ პოლიტიკა, მეტი განათლებული მღვდელი და განათლებული იერარქი გჭირდებათ, მარტო მატერიალურზე როარ იფიქრებენ ისეთები. რათა უამრავ კითხვას ჭკვიანური და სწორი პასუხი გასცენ, თორემ უმეტეს შემთხვევაში ბნელი სასულიერო პირების გამო უფრო მეტი კითხვები უჩნდება მრევლს და იბნევიან, დაბნეულობისგან კიდე გულის აცრუებამდე ნახევარი ნაბიჯია.
14:11 / 11-02-2019
გამოხმაურება //
ანა
35
26
უფალო შეუნდე და გონს მოიყვანე ის ადამიანები პატრიარქის განკითხვის უფლებას რომ აძლევენ თავს.
13:27 / 11-02-2019
გამოხმაურება //
ლევანი
27
10
შორს წასვლა რად გვინდა ხალხო, უბრალოდ კომენტარების უმრავლესობას გადაავლეთ თვალი და დარწმუნდებით რომ ბოლო ჟამი კი არ მოდის, უკვე მოსულია! იმდენი ზიზღი, სიძუვილი, ღვარძლი, შური და ბოღმაა გადმონთხეული... რას დავემსგავსეთ (მე ჩემს თავსაც ვგულისხმობ პირველ რიგში, მარტო სხვებს არა)... ჯოჯოხეთია გამეფებული პირდაპირ დედამიწაზე... თქვენ კი უწმინდესზე და ბოლო ჟამზე იღადავეთ, ეგ გადაგვარჩენს... უფალო შეგვიწყალენ!
13:03 / 11-02-2019
გამოხმაურება //
giga
19
7
ვინმე აგვიხსნის, რას გულისხმობს პატრიარქი? ამის წინ არაფერი გვეშველებაო.
12:59 / 11-02-2019
გამოხმაურება //
ლევანი
14
3
IN GOD WE TRUST! ასი წლის წინანდელ კომუნისტის გამოცემებს რომ გადახედო საჯაროში, გეგონება ზუსტად ეს უღმერთოები წერდნენ მაშინაც და დღესაც.
12:58 / 11-02-2019
გამოხმაურება //
5555-s
20
11
აი შენი ბოლო ჟამი რომ დადგება მაშინ რას იტყვი ის მაინტერესებს თორემ პატრიარქს ბოლო ჟამის არ ეშინია
12:47 / 11-02-2019
გამოხმაურება //
karlo
23
28
ამას ჰქვია თვირთმარქვია ბრძენი უპატრონო ქვეყანში!
12:32 / 11-02-2019
გამოხმაურება //
oeeeeeeeeeeee
22
12
კომუნისტები ჯიგრები იყვნენ ხალხი სიცოცხლით სავსე იყო, ეხლა დაბოღმილი და გაბოროტებულები შიმშილისგან შენ სოფლელი ხარ ვიღაცა გეტყობა ზურაბა
12:31 / 11-02-2019
გამოხმაურება //
ქართულად წერე!!!
17
12
ამ კაგებეშნიკების რომ არ გვჯერა, იმიტომ ვართ გულბოროტნი?
12:09 / 11-02-2019
გამოხმაურება //
FEOLA
42
15
უწმინდესო!!!!! ბიდიშის მოხდით!!!!!,,,,,პატარძალს რომ ერთი რაღაცით აშინებდნენ ისეა ეგ ამბავი!!! გათენება მეზიზღება უკვე,ვეღარ ვიგებ სად გადავარდე რომ ოჯახი ვარჩინო!!! მთელი ცხოვრება სწავლას და შრომას მოვანდომე !!! ასე რომ მეორედ მოსვლა აღარ მაშინებს პირადად მე!!!! ეგ ამბავი იმათ უფრო უნდა აშინებდეს, ამას წინათ 5 ვარსკვლავიან სასტუმროსი რომ შეიკრიბნენ ჩუმათ მამამთავრები!!! დასაკარგი მაგათ აქვთ თუ აქვთ!!!
11:53 / 11-02-2019
გამოხმაურება //
მოიდა ზურაბააა!
12
13
დიახ, მოველ და პირველ რიგში კომუნისტებს და იმათ შთამომავლებს გაგიყენებთ ედიკას ბილიკს.შეინანეთ--- დადგა ჟამი თქვენი აღსასრულისა!
11:47 / 11-02-2019
გამოხმაურება //
ჰაჰა
1
3
გიმნაზისტკებისთვის არის ეგ!
11:42 / 11-02-2019
გამოხმაურება //
გლახუნა
19
8
ხალხო, მოდი,ნერვებს ნუ იშლით ტყუილად, ერთმანეთსაც ნუ ჭამთ. ყველამ ვიცით, რომ საყოველთაო განკითხვის დღე დაწერილია და აღსრულდება,ძალიან მცირედნი ცხონდებიან და არც რეზინისაა სამოთხე. სასუფეველი ცათაი იიძულების! ისეთი ჟამი დადგება ყველა თავის გადარჩენას ეცდება და კომენტატორის და მეზობლის აზრი იქ უკვე აღარავის დააინტერესებს...
11:40 / 11-02-2019
გამოხმაურება //
gocha
12
17
ეს აზრი რაც აქ დაწერე შენით მოიფიქრე? :) ვაბშე არაფერი არდაგეწერა ჯობდა
11:35 / 11-02-2019
გამოხმაურება //
საღი აზრი
12
5
რა მეორედ მოსვლა,რის მეორედ მოსვლა,ფსიქო იყიდე თუ გაიარე?))ვინ მოდის და სად?
11:00 / 11-02-2019
გამოხმაურება //
ბიძო
10
1
ეჰ,ჩვენთვის ბოლო ჟამია ნაღდად ჩემო ერისმწყემსო რას იზამ დრონი მეფობენო ხომ გაგიგონია.........
10:54 / 11-02-2019
გამოხმაურება //
მ. ტ.
27
8
ბოლო ჟამია, მა რა ჯანდაბაა - "ჩცდ"-ში რომ კომეტა გვეცემოდა, ხალხი დაოთხილი დაეძებდა თავშესაფარს და პატრიარქი რომ გვაფრთხილებს, სასაცილოდაც არ გვყოფნის...
10:29 / 11-02-2019
გამოხმაურება //
hm
18
8
ეეეეეჰ! კომუნისტები ყოფილან ისევ მართლები.
09:42 / 11-02-2019
გამოხმაურება //
123
13
18
რა მრავლის მთქმელი და საჭირბოროტო ქადაგებაა გაოცებული ვარ საიდან ამდენი სიბრძნე და ერზე ზრუნვის ხარისხი
09:37 / 11-02-2019
გამოხმაურება //
IN GOD WE TRUST!
16
22
როგორც კომენტარებიდან ჩანს კომუნისტების გადმონაშთები ჯერ კიდევ არიან ამ ქვეყანაში. მერე გვიკვირს რატომ მიდის ასე ჩვენი ცხოვრებაო,ამდენი ბოღმა და გულბოროტი როცა ამძიმებს ქვეყანას კარგს რას უნდა მოელოდე.
09:31 / 11-02-2019
გამოხმაურება //
საღი აზრი
18
5
იპოვეეს,ახალი ლენდ კრუიზერ 200 ოღონდ ლექსუსი,აუ რა მაგარია იცით?
09:31 / 11-02-2019
გამოხმაურება //
საღი აზრი
17
16
ბოლო ჟამს რა მოხდება?!რით ვეღარ დადგა?!დავიღალეთ ასეთი უაზრო არსებობით,მოვიდეს აბა,რო გვნახავს,ცუდად გახდება ალბათ და შევეცოდებით და არაფერს დაგვიშავებს
09:30 / 11-02-2019
გამოხმაურება //
საღი აზრით
1
1
აქა ვარ აბა,ვინ ახსენა ჩემი თავი
09:27 / 11-02-2019
გამოხმაურება //
ცხვარი
4
7
ნიკოლოზ ესმის კომბლეს და მიტო ამბობს,გონებაში ცოტა საღი აზრი შეუშვი აბა
09:27 / 11-02-2019
გამოხმაურება //
ბოლო ჟამი
9
7
არაა ,მაგათთვის არაა ჯერ,მაგათ ბოლოს მერე რო კიდე იქნებაჟამი,ის მოაკითხავს
09:25 / 11-02-2019
გამოხმაურება //
ოეეეეე რა ოთღონდაცა რაააააა
18
10
არ გჯერა მეორედ მოსვლის ? დაწყებულია და ნუთუ თვალებს ვერ ახელ? ან ყრუ ხომ არ ხარ? გადაგვარდა ხალხი რები ხდება ვერ ხედავ?
09:24 / 11-02-2019
გამოხმაურება //
ვისში სორტ კაკულია
15
15
)))...
08:03 / 11-02-2019
გამოხმაურება //
ოღონდაცა რააააა
22
5
მთელს მსოფლიოში ეძებენ და რას ეძებენ თითონაც არ იციან. როგორ არ იციან შავ ჯიპებს ეძებენ უფრო ძვირიანრბს
06:34 / 11-02-2019
გამოხმაურება //
ისა
142
73
ყალბი ბერი, ყალბი ერი ...
17:40 / 10-02-2019
გამოხმაურება //
ნიკოლოზი
46
10
ვისურვებდი რასაც ამბობთ, გესმოდეთ...ცოდვებმა გადაფარა ადამიანის გონება...
17:39 / 10-02-2019
გამოხმაურება //
გიო
91
5
ერთი უფლის იმედი გვაქვს დიდება უფალს
16:32 / 10-02-2019
გამოხმაურება //
სიმართლე
32
24
მეცოდები..მართლა მეცოდები
16:31 / 10-02-2019
გამოხმაურება //
კ ო მ ბ ლ ე
128
28
რა ბოლო ჟამი, მაფია უკვდავია!!!
16:27 / 10-02-2019
გამოხმაურება //
5555
144
157
ბოლო ჟამი შენთვისაა კკბ- ს პოლკოვნიკო შიოლაშვილო....
16:05 / 10-02-2019
გამოხმაურება //
გიმნაზისტკა
165
53
ეს ბოლო ჟამი მღვდლებისთვის არაა?
15:48 / 10-02-2019
გამოხმაურება //
ცოდვილი
69
16
დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!
15:41 / 10-02-2019
გამოხმაურება //
ანი
156
84
შენ შენიგევლე რაა რაც დავიბადე ბოლო ჟამია სულ სულ გვატრესავს ეს კაცი. ბოლო ჟამია და იყოს უკვდავი რო არავინ ვართ ვიცით. 50 წელია ბოლო ჟამი მესმის და მაგ ბოლო ჟამის მოლოდინში ზის ქართველი გულხელ დაკრეფილი
15:26 / 10-02-2019
გამოხმაურება //
კ ო მ ბ ლ ე
144
79
ეკლესია, ეს არის მშიერი ხალლხის მათრობელა. პურის შემცვლელი, მჭადი მაინც ახსენეთ! მაგრამ სიკეთე მაინც არის, რომ არა რელიგია, დიდი ხანია მშიერი ხალხი, მაძღარს ამოხოცავდა.
15:08 / 10-02-2019
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
22:28 / 16-02-2019
მამა გიორგი აზიარეს : "ორშაბათისთვის უნდა მეზიარებინა, მაგრამ დავაჩქარე"
20:57 / 16-02-2019
დეკანოზის მდგომარეობა სტაბილურია - ექიმი მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს
18:48 / 16-02-2019
"მამა გიორგის მდგომარეობა დამძიმდა" - დეკანოზის ადვოკატი
იხილეთ მეტი
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია