ავტორი:

ბინები თბილისში და საჩუქრად 50 000 ლარი მშობლისგან - ერთ-ერთი მდიდარი დეპუტატის განახლებული ქონებრივი დეკლარაცია

ბინები თბილისში და საჩუქრად 50 000 ლარი მშობლისგან - ერთ-ერთი მდიდარი დეპუტატის განახლებული ქონებრივი დეკლარაცია

პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი მონიტორინგის ცენტრის "მედიატორის" მიერ გასულ წელს გამოქვეყნებული მილიონერი პარლამენტარების სიაში ერთ-ერთია.

ცენტრის ცნობით, მისი უძრავი ქონების ჯამური ღირებულება 2 074 207 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს დეპუტატი და როგორ შეიცვალა მისი მდგომარეობა ერთ წელიწადში.

2019 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნინო წილოსანის უძრავი ქონება გასულ წელს არ შეცვლილა და დეპუტატი კვლავ ფლობს: თბილისში მდებარე 82,9 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი ფართის 27,63%-იან წილსა და 60,91 კვ. მეტრის არასაცხოვრებელი ფართის 33%-იან წილს. მის საკუთრებაშია ასევე: დედაქალაქში მდებარე 124,7 კვ. მეტრისა და 224,7 კვ. მეტრი ფართობის ორ ბინა; 15,07 კვ. მეტრის ავტოფარეხი თბილისში და 440 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი ურეკში.

როგორც დეკლარაციაში აქვს მითითებული წილოსანმა 2018 წელს Toyota-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი 50 000 ლარად შეიძინა. რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე - 1 113 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 9 000 ლარი ჰქონდა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, წილოსანმა წინა წელს მშობლისგან საჩუქრად 50 ათასი ლარი მიიღო.

პარლამენტის წევრი შპს „მკურნალი 2002“-ის 52%-იან წილს ფლობს, რომლის საქმიანობითაც 39 000 ლარის შემოსავალი მიიღო. ასევე ფლობს შპს „ენ-დუო-კონცეპტ“-ის 23%-იანი და შპს „რეტრო 77“-ის 25%-იანი წილებს, თუმცა, მათი საქმიანობით შემოსავალი არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიებში წილის მართვის უფლება ნინო წილოსანს სხვა პირისთვის აქვს გადაცემული. რაც შეეხება პარლამენტის წევრობისას მიღებულ შემოსავალს - 2018 წელს ამ თანხამ 56 835 ლარი შეადგინა. წაიკითხეთ სრულად

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანმო-ს დირექტორს შორის ვაქცინაციის თაობაზე სატელეფონო საუბარი გაიმართა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობა?

"გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა 70%-ს სურს, რომ დავბრუნდე" - მიხეილ სააკაშვილი