ავტორი:

ხელჩართული ჩხუბი, გინება, ფურთხება და წიწაკიანი სპრეი ლიეჟში - დაპირისპირება სააკაშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის

ხელჩართული ჩხუბი, გინება, ფურთხება და წიწაკიანი სპრეი ლიეჟში - დაპირისპირება სააკაშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდება, შეხვედრის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა.

ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება აგენტ პროვოკატორების მიერ დაიგეგმა, რომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა შეხვედრის ჩაშლის მცდელობას. მათივე ინფორმაციით, აგრესიული ადამიანების ჯგუფი სხდომათა დარბაზში შესვლას ცდილობდა.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, პროვოკატორებმა დარბაზში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ხოლო ერთ-ერთი პირი მიხეილ სააკაშვილის მიმართ წყლით სავსე ბოთლის სროლას ცდილობდა.

ლიეჟის კონგრესის სასახლის წინ გაშლილი იყო მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო პლაკატები.

ამავე ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელიც“ ავრცელებს. მათი ცნობით, ემიგრანტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დარბაზში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც თვალებში წიწაკის სპრეი შეასხეს.

კახა კალაძე ე.წ. ზეემკას დასახლებაში ნახევრად დაგებულ გზაზე - ადამიანების ჯგუფმა დახაზვითი სამუშაოები ჩაატარა, რომ გამოეყვანათ, როგორი უნიათოა მერია

"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ" - ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ ხაზარაძეს, ჩხარტიშვილსა და ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა

"ბავშვები არ შიმშილობენ... თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი ოპოზიციამ აშიმშილა" - "ოცნების" დეპუტატი