ავტორი:

3 ბინა, მიწის ნაკვეთი და სარდაფები - როგორ შეიცვალა ზაქრო ქუცნაშვილის ქონება 2018 წელს

3 ბინა, მიწის ნაკვეთი და სარდაფები - როგორ შეიცვალა ზაქრო ქუცნაშვილის ქონება 2018 წელს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის ოჯახმა 2018 წელს 3 ბინა, ერთი მიწის ნაკვეთი და სარდაფები იყიდა. საერთო ჯამში, დეპუტატის ოჯახმა უძრავი ქონების შეძენაში შარშან, 382 000 დოლარი და 500 ლარი დახარჯა.

კერძოდ, 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ქუცნაშვილმა 2018 წელს 500 ლარად 2,4 კვ. მეტრი ფართობისა და 1 000 დოლარად 16,26 კვ. მეტრის ორი სარდაფი შეიძინა თბილისში; განვადებით იყიდა დედაქალაქში 2,48 კვ. მეტრის ბინა, რომლის საფასურიც 40 000 დოლარია; ასევე გასულ წელს დეპუტატმა 230 000 დოლარის მოცულობის იპოთეკური სესხით იყიდა თბილისში 915,61 კვ. მეტრი ფართობის სარდაფი, ბინა, ანტრესოლი, სხვენი.

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრებს, 2018 წელს დეპუტატის მეუღლემ სტეფანწმინდაში 888 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი 35 000 დოლარად; ხოლო მისმა მამამ იპოთეკური სესხისა და პირადი სახსრების საფუძველზე თბილისში 85,86 კვ. მეტრი ფართობის ბინა 76 000 დოლარად შეიძინა.

გარდა ამისა, ზაქარია ქუცნაშვილი ფლობს 136 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთსა და 36,7 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში; ამავე მისამართზე მდებარე 36,7 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს. მის საკუთრებაშია ასევე: 450 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი დაბა სიონში; 88,57 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართი თბილისში; 59,99 კვ. მეტრის ბინა თბილისში; თიანეთში, ხევსურთსოფელში მდებარე 602 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთისა და 345,92 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართის 70%-70%-იანი წილები. დეპუტატს ეკუთვნის ასევე მსუბუქი ავტომობილი - Toyota Land Cruzer Prado. წაიკითხეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები