ავტორი:

რა სურთ სტუდენტებს? - როგორია სასწავლო გარემო, რომელიც სტუდენტებს მოსწონთ

რა სურთ სტუდენტებს? - როგორია სასწავლო გარემო, რომელიც სტუდენტებს მოსწონთ

რა სურთ სტდუენტებს? კარგი განათლების მიღება? ამ კითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანია, რომ დიახ, მათ კარგი განათლების მიღება სურთ. მაგრამ მხოლოდ სურვილი საკმარისი არაა. აუცილებელია მოტივაციაც, რომ მათ შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაცია მოახდინონ და სიზარმაცემ, გართობის სურვილმა თუ სხვა მიზეზებმა სწავლის სურვილი არ დაჩრდილონ.

როგორც კვლევები აჩვენებს, სწავლის ხარისხზე სხვა არაერთ მიზეზთან ერთად გავლენას ახდენს უნივერსიტეტში არსებული გარემოც. სასიამოვნო გარემო, კეთილგანწყობილი აკადემიური პერსონალი, თანამედროვე და სასიამოვნო ინტერიერი მართლაც მნიშვნელოვანი მოტივატორი შეიძლება გახდეს სტუდენტისთვის.

სტუდენტები აღნიშნავენ, რომ მოუხერხებელ და არაკომფროტულ გარემოში მათ მისვლაც კი ეზარებათ, რაც თავისთავად გავლენას ახდენს სწავლის სურვილსა და მოტივაციაზე. მეორე მხრივ კი, კომოფრტული გარემო, სადაც ჯგუფელებსა თუ კურსელებთან ერთად თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარება შეუძლიათ, მათ მოტივაციაზე დადებითად მოქმედებს. უნივერსიტეტში, რომელში წასვლაც სტუდენტებს უხარიათ, უკეთესი აკადემიური მოსწრებაა.

მარიამ მაისაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტია და აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტის არჩევის დროს იქ არსებულ გარემოც გაითვალისწინა.

„უნივერსიტეტის არჩევა ერთ-ერთი რთული საკითხი იყო აბიტურიენტობისას. საჭიროა ყველანაირი დადებითი თუ უარყოფითი მხარე გაითვალისწინო. ჩემთვის ძალიან დიდ გავლენას ახდენს გარემო სწავლის ხარისხზე. უნივერსიტეტში, სადაც არის თანამედროვე ინტერიერი, სივრცე, სადაც სტუდენტს საშუალება ეძლევა მშვიდ გარემოში შეძლოს გუნდთან ერთად მუშაობა, ასევე მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია თუ კომპიუტერები, რომლებმაც პირადად მე დიდი მოტივაცია და სურვილი გამიჩინა მაქსიმალურად გამოვიყენო უნივერსიტეტისგან შემოთავაზებული მრავალმხრივად განვითარებული გარემო. ბედნიერი ვარ, რომ დღეს BTU-ში ვსწავლობ,“ - აღნიშნავს მარიამ მაისაშვილი.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსიტეტია ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე. ადმინისტრაციაში კარგად აცნობიერებენ, რომ სწავლის მაღალი სტანდარტებისა და არაერთი საერთაშორისო პროგრამის დანერგვის პარალელურად, სასიამოვნო და კომფორტული გარემოც ძალიან მნიშნელოვანია.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი განლაგებულია სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე, თბილისის ცენტრში, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, ჭავჭავაძის გამზ. #82-ში. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ინოვაციური სტუდენტური სამუშაო სივრცე, უახლესი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორიები, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი, ბიზნეს აქსელერატორი და ინკუბატორი, საცურაო აუზი, და სტადიონი. უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა მზად არის მიიღოს 8000-მდე სტუდენტი, სასწავლო, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის. 2020 წლამდე, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე აშენდება სტუდენტური კამპუსი. უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებთან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ