ავტორი:

"არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ და თავს დამნაშავედ არ ვცნობ" - გურჯაანში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

"არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ და თავს დამნაშავედ არ ვცნობ" - გურჯაანში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

"არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ და თავს დამნაშავედ არ ვცნობ" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის დაკავებულმა წევრმა, დავით კირკიტაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

ამ წუთებში გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძისა და ვალერი გუსაევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი და არავითარი თავდასხმა მისი მხრიდან პოლიციის თანამშრომელზე არ მომხდარა. "თუკი ვინმე კანონს და კონსტიტუციას არღვევდა, ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო", - განაცხადა კირკიტაძემ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. დღესვე გადაისინჯება კირკიტაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

"დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე წარადგენს უმნიშვნელოვანეს ახალ ფაქტობრივ გარემოებებს და მტკიცებულებებს. მოვითხოვთ შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას და ბრალდებულის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლებას.

ალტერნატივის სახით, შესაძლოა, გირაოზეც იყოს საუბარი, ეს უკვე სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლო გააკეთებს სამართლებრივ შეფასებას, მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და ფაქტობრივად დღევანდელი სამართლებრივი მტკიცებულებების ფონზე ნულოვანია შანსი იმისა, რომ მიზანშეწონილი იყო პატიმრობის განგრძობადობა", - აცხადებს დავით კირკიტაძის ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურებრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კირკიტაძე და გუსაევი ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს