ავტორი:

დავით კირკიტაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

დავით კირკიტაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა მიიღო.

დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება არ სურდა და მან პროტესტის ნიშნად დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა.

„მურუსიძე-ნარიმანიშვილის სასამართლოზე დასწრება არ მსურს, გამიშვით დარბაზიდან", - განაცხადა კირკიტაძემ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკავებულის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის განმარტებით, კირკიტაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. პროკურორის თქმით, კირკიტაძე უპირობოდ არღვევს კანონის დაცვის პრეზუმფციას, შესაბამისად, ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს მის ქმედებას.

დაცვის მხარე კი, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას მოითხოვდა.

დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა თავის შუამდგომლობაში ორ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება, რის მიხედვითაც, კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძველი არ არსებობს.

ადვოკატის თქმით, დავით კირკიტაძე სხვა საქმეზე, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული, გამართლდა, ის ნასამართლევი არ არის.

ასევე ადვოკატი განმარტავდა, რომ კირკიტაძე მოწმეებზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს, რადგან საქმეში არსებული მოწმეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, პოლიციელები არიან.

ადვოკატმა სასამართლოს ალტერნატივის სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაოც შესთავაზა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს