საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

როგორ გამოიყურება ვიდეოკამერით აღჭურვილი MAN-ის ავტობუსები, რომელიც თბილისში ხვალიდან გამოჩნდება

15:57 / 12-02-2019

თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე პო­ლო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, კომ­პა­ნია MAN-ის ქარ­ხა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ავ­ტო­ბუ­სე­ბის აწყო­ბა-წარ­მო­ე­ბა ხდე­ბა. თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ის ავ­ტო­ბუ­სე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რა, რო­მელ­თა ნა­წი­ლიც დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა გა­ნა­ცხა­და, 90 ერ­თე­უ­ლი ავ­ტო­ბუ­სი­დან ნა­წი­ლი უკვე დამ­ზა­დე­ბუ­ლია, რომ­ლის ფერ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად მი­ი­ღეს.

"90 ერ­თე­უ­ლი ავ­ტო­ბუ­სი უკვე შე­ვი­ძი­ნეთ. გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იყო ტენ­დე­რი, რო­მელ­შიც გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნი­ას MAN-ის ტი­პის ავ­ტო­ბუ­სე­ბი შე­მო­ყავს. MAN-ის ტი­პის ავ­ტო­ბუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში გა­და­ად­გილ­დე­ბა, საკ­მა­ოდ კომ­ფორ­ტუ­ლია. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი და­მა­ტე­ბით 90 ერ­თე­უ­ლი შე­მო­ვა. რა თქმა უნდა, ეს საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა. წლის ბო­ლომ­დე ე.წ. ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა გვაქვს და­გეგ­მი­ლი. ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის ნა­წი­ლი უკვე დამ­ზა­დე­ბუ­ლია და რამ­დე­ნი­მე დღე­ში, თბი­ლის­ში შე­მო­ვა. ეს არის ათი მეტ­რის სიგ­რძის, ევრო-6-ის ტი­პის, დი­ზელ­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­ბუ­სი, რო­მელ­შიც გან­თავ­სე­ბუ­ლია ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი იმის­თვის, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი უსაფრ­თხო­ე­ბა იყოს და­ცუ­ლი. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ასე­ვე, შშმ პირ­თათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, და­მა­ტე­ბით, 220 ერ­თე­უ­ლი ავ­ტო­ბუ­სის შე­სას­ყი­დად ტენ­დე­რი უკვე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც არ­სე­ბულ ავ­ტო­პარკს ჩა­ა­ნაც­ვლებს.

"ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ერ­თობ­ლი­ვად მი­ვი­ღებთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მეტ­რო­ში მგზავ­რთა ნა­კა­დი 25%-ით არის გაზ­რდი­ლი და ახალ შე­მად­გენ­ლო­ბებს ვა­მა­ტებთ იმის­თვის, რომ პი­კის სა­ა­თებ­ში მოც­დის დრო შე­ვამ­ცი­როთ. ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი ძა­ლი­ან სწრა­ფი და კომ­ფორ­ტუ­ლი უნდა იყოს", - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.

კახა კა­ლა­ძე წყნეთ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მო­წეს­რი­გე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია.

"ჩვენ­თვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მო­წეს­რი­გე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო წყნეთ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას, სა­დაც ავ­ტო­ბუსს სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მამ უმტყუ­ნა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, შემ­თხვე­ვას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია. ეს კი­დევ ერთხელ მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა მოხ­დეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მო­წეს­რი­გე­ბა და ე.წ. ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის ავ­ტო­ბუ­სე­ბით", - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

MAN-ის ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი თბი­ლის­ში გა­მო­საგ­ზავ­ნად უკვე მზა­დაა. ევრო 6-ის სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი ავ­ტო­ბუ­სე­ბი 10-მეტ­რი­ა­ნია, აქვს 27 სკა­მი, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია შშმ პირ­თათ­ვის და აღ­ჭურ­ვი­ლია მგზავ­რთა უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მით - გა­აჩ­ნია ძრა­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხან­ძრის გა­მოვ­ლე­ნის სის­ტე­მა, ასე­ვე, და­ცუ­ლია მო­ცუ­რე­ბის­გან; ავ­ტო­ბუ­სის სა­ლონ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია გათ­ბო­ბის, კონ­დი­ცი­რე­ბი­სა და ვენ­ტი­ლა­ცი­ის სის­ტე­მა. გარ­და ამი­სა, აღ­ჭურ­ვი­ლია USB-დამ­ტე­ნე­ბის რვა წერ­ტი­ლით, რო­მე­ლიც და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია მგზავ­რე­ბი­სათ­ვის მო­სა­ხერ­ხე­ბელ ად­გილ­ზე.

ავ­ტო­ბუ­სე­ბი ასე­ვე, აღ­ჭურ­ვი­ლია ან­ტი­ვან­და­ლუ­რი ვი­დე­ო­მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მი­თა და გა­აჩ­ნია გა­ჩე­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა. MAN-ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი 90 ავ­ტო­ბუ­სი ქა­ლაქ­ში ხვა­ლი­დან, ეტა­პობ­რი­ვად შე­მო­ვა.

გაზიარება
ტეგები:
#MAN-ის ავტობუსები
მკითხველის კომენტარები /11/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
1
0
ავტობუსებს ჩანაცვლება კი არა, სასწრაფოდ დამატება უნდა. ავტობუსები ძალიან გადაჭედილია და მოლოდინის დრო ძალიან გაზრდილია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ვაკის მიმართულებით, რადგანაც იქ მეტრო არაა
13:05 / 13-02-2019
გამოხმაურება //
kalaZe
8
1
ნუ კაი, გადავაყენოთ უგულავა...
17:52 / 12-02-2019
გამოხმაურება //
ნანა
13
2
ეს ავტობუსები მარტო ცენტრალურ მარშრუტებზეა. საჩვენებლად ჩამოიყვანეს. გარეუბნების მიმართულებებზე ისეთ დღეშია ყვითელი ავტობუსები ან ამოყირავდება ან დაგორდება, ჰიგიენას ვინ ჩივის საშიშია საერთოდ მგზავრობა.
17:50 / 12-02-2019
გამოხმაურება //
ვარკეთილი
7
0
ძალიან გთხოვთ ვარკეთილი ვაკის მიმართულებით დაამატოთ ავტობუსი,ადრე დადიოდა 71 ნომერი, საერთოდ შეუცვალეს მარშრუტი. დაუგრძელეს ორთაჭალის გავლით კოლმეურნის მოედნამდე.უგულავა თავს რომ იწონებს შეიძლება ამხელა მასივიდან არაფერი დადის ვაკის მიმართულებით,სტუდენტებს რამდენჯერ უწევთ გადაჯდომა.გთხოვთ გაითვალისწინოთ
17:27 / 12-02-2019
გამოხმაურება //
მ. ტ.
13
5
ალბათ აჩუქეს, თორემ დიზელზე მომუშავე ტრანსპორტს მთელ მსოფლიოში ებრძვიან და ევროპის უმეტეს ქვეყნებში უბრალოდ აკრძალეს...
17:17 / 12-02-2019
გამოხმაურება //
tata
4
0
55- მართლა ჩაანაცვლეთ რა, სანამ გაცვივდა მგზავრები გზაში !!!
17:10 / 12-02-2019
გამოხმაურება //
lasha
4
2
ქუთაისშიც რომ შემოიყვანოთ ესეთი კარგი ავტობუსები გაალამაზებდა ქალაქს
16:59 / 12-02-2019
გამოხმაურება //
sos!
4
1
დაგვიმატეთ რააააააააააა!!!!!!! დიდ დიღომს ახალი მარშრუტი და სხვა მარშრუტებს დაამატეთ ავტობუსებუს რაოდენობა. ჩვენც ხომ საქართველოს შვილები ვართ!!!!!!!!!!!!!
16:58 / 12-02-2019
გამოხმაურება //
პაატა
1
1
საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ერთად გთხოვტ მოაწესრიგოთ ტროტუარები და გადასასვლელები და მიაქციოთ ყურადღება თუ არის საშუალება რო სხვადასხვა უბნები ერთმანეთს დაუკავშირდეს საფეხმავლო გზებით, რათა ხალხმა უფრო ხალისით იაროს ფეხით მოკლე დისტანციებზე მაინც.ეს ორმაგად სასარგებლოა როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის ასევე გამონაბოლქვის შესამცირებლად.
16:57 / 12-02-2019
გამოხმაურება //
:)))
9
1
ისეც უნდა ააყროლოთ:))
16:40 / 12-02-2019
გამოხმაურება //
ნატა
16
2
55 ნომერი ავტობუსი რომ ჩაანაცვლოთ ამ ახალი ავტობუსებით არიქნება ცუდი. ყარს ეს გარეუბნის ავტობუსი. თუ მართო ვაკე საბურთალოსთვის ჩამოგყავთ ახალი ავტობუსები????????????
16:16 / 12-02-2019
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
16:45 / 13-02-2019
„ნენსკრა ჰიდრო“ თებერვლიდან სვანეთში მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელებას იწყებს
15:26 / 13-02-2019
HR hub Next-ის მეორე ნაკადის მიღება დაიწყო
14:43 / 13-02-2019
როდიდან მიიღებენ 5 წლის ბავშვებს სკოლაში - მარიამ ჯაშის კომენტარი
იხილეთ მეტი
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია