ავტორი:

ავარია ბახტრიონზე - #42 მუნიციპალური ავტობუსი კერძო მიკროავტობუსს შეეჯახა

ავარია ბახტრიონზე - #42 მუნიციპალური ავტობუსი კერძო მიკროავტობუსს შეეჯახა

ბახტრიონის ქუჩაზე #42 მუნიციპალური ავტობუსი კერძო მიკროავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანმა მგზავრმა მცირე დაზიანებები მიიღო და მას სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ავტობუსის მძღოლმა განუცხადა, მიკროავტობუსი გზაზე იყო გაჩერებული და აწეული ჰქონდა საბარგულის კარი, რომელიც დროულად ვერ შეამჩნია, ხოლო დანახვისას მანევრირება ვერ მოასწრო, რამაც შეჯახება გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდარის გამო დროებით შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო