ავტორი:

"ხვალ რომ PORSHE-სთან დავჯდე, ე.ი. ჩემია?" - ვინ არის სასულიერო პირი, რომელიც "ბენტლით" გამოჩნდა და რას წერს "ფეისბუქზე"

"ხვალ რომ PORSHE-სთან დავჯდე, ე.ი. ჩემია?" - ვინ არის სასულიერო პირი, რომელიც "ბენტლით" გამოჩნდა და რას წერს "ფეისბუქზე"

სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი აზიარებდა ფოტოს, სადაც ქართველი სასულიერო პირია აღბეჭდილი, რომელიც "ბენტლიში" ზის. ფოტო თბილისის ერთ-ერთ უბანშია გადაღებული. როგორც გაირკვა აღნიშნული სასულიერო პირი არქიმანდრიტი ათანასე კარანაძეა. ცოტა ხნის წინ მან "ფეისბუქზე" პოსტი დაწერა, რომლითაც ინტერნეტმომხმარებლების რეაქციას უპასუხა:

"მოგესალმებით ყველას, ჩემს facebook -ის მეგობრებსა და სრულიად facebook-ის მომხმარებლებს. გუშინ შუადღეს დაიდო ჩემი სურათები, სადაც მე რომპეტროლის ბენზინგასამართ სადგურზე მანქანაში ვზივარ და ვასხამ საწვავს. აღნიშნული მანქანა არის 2006.წ. Bentli, რომელიც ეკუთვნის ჩემს ახლობელ ადამიანს. თუნდაც ცნობისმოყვარეობის მიზნით, რომ დავმჯდარიყავი საჭესთან და მანქანა გამეტარებინა ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩემი კუთვნილებაა, ხვალ რომ PORSHE-ს საჭესთან დავჯდე ასევე ანალოგიური ცნობისმოყვარეობით, რომელიც ჩემს ბევრ ახლობელ ადამიანს ჰყავს. ე.ი. ჩემიაა? ხალხო: ნუთუ ვერ ატყობთ, რომ ყველა რაღაცნაირად გაბოროტებულია და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს, თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი და ერთი სული აქვს ვინმე რაიმეთი გააკრიტიკოს და მიწასთან გაასწოროს. ამ კატეგორია ის უფრო უხარია, რომ როცა წაქცეული ხარ მაშინ გითანაგრძნოს, ხოლო შენი სიხარული და წარმატება კი არად ადარდებს. მე ამას გულისტკივილით ვამბობ, ღმერთმა დამიფაროს ვინმეს წარმატება და კეთილდღეობა შემშურდეს.

ისე ცნობისათვის, ვისაც დაააინტერესებს ჩემი პიროვნება შეგიძლიათ facebook -ზე ნახოთ ჩემი მონასტერი და თუ გექნებათ სურვილი, შემდგომში მობრძანდეთ და ადგილზე დაათვალიეროთ და ნახოთ, რა იყო 6 წლის წინ და ამჟამად როგორ გამოიყურება და ეს ყველაფერი მადლობა ღმერთს ჩემი და ჩემი გვერდში მდგომი ადამიანების შრომის შედეგია. მოინახულეთ ფოკის მამათა მონასტერი რომელიც ფარავანის ტბაზე მდებარეობს ზღვის დონიდან 2300 მეტრზე , ალპურ ზონაში სადაც აღვიკვეცე და 8 წელი დავყავი, რა იყო 2004 წლამდე და შემდგომ როგორ გამშვენდა და კეთილმოეწყო. მე ჩემს გაკეთებულ საქმეებზე არასოდეს არ მილაპარაკია, მაგრამ იმდენი ზიზღი დავინახე არამარტო ჩემს მიმართ არამედ მთლიანი სამღვდელოების მიმართ, რისი ღირსნიც არ ვართ . ყველას თავის ცოდვას ღმერთი მოჰითხავს. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. ხალხმა მაცხოვარი განიკითხა და მე ვინ ვარ ვარ ცოდვილი. ღმერთმა დაგლოცოთ და განგამტკიცოთ რწმენაში. ქრისტესმიერი სიყვარულით არქიმანდრიტი ათანასე" - წერს სასულიერო პირი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ