ავტორი:

ეს ბიჭი სინამდვილეში 25 წლისაა - უიშვიათესი შემთხვევა, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

ეს ბიჭი სინამდვილეში 25 წლისაა - უიშვიათესი შემთხვევა, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

ეს ტომაშ ნადოლსკია, პოლონეთის ქალაქ ოლესნიცის მკვიდრი. მართალია, ის 12 წლის ბიჭს ჰგავს, თუმცა სინამდვილეში 25 წლისაა. მას უიშვიათესი დაავადება აქვს - ფაბრი. საშინელი ტკივილების გამო გამუდმებით იყენებს მორფის ფირფიტებს და სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს. არ შეუძლია ჭამა და დღე-ღამეში 20 საათის განმავლობაში წვეთოვანი აქვს მიერთებული, დეფორმირებულ ფეხის ტერფებზე კი სპეციალური ორთოპედიული ფეხსაცმელი აცვია. დაავადება მაშინ გამოვლინდა, როცა ბიჭი შვიდი წლის იყო. მოულოდნელად დაეწყო მუცლის ტკივილები, გულისრევა, ხელების და ფეხების ტკივილი. ექიმებს ეგონათ, რომ ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, ზუსტი დიაგნოზი კი არცისე დიდი ხანია, დაუსვეს.

ბავშვური გარეგნობა ტომაშს დიდ პრობლემებს უქმნის. ნათესავებთან გაუფუჭდა ურთიერთობა, რადგან ბავშვივით ექცეოდნენ. არც უცხო ადამიანებს სჯერათ, რომ 25 წლისაა. ხშირად იმაშიც ადანაშაულებენ, რომ საბუთები აქვს გაყალბებული. ახლა სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს - ყოველთვე კომპენსაციას იღებს. მისი მკურნალობა არც ისე იაფი ჯდება და ხშირად სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა.

დაავადება ფაბრი, რომელსაც ასევე ანდერსონის დაავადებასაც უწოდებენ, თანდაყოლილი უკმარისობაა ფერმენტის, რომელიც პასუხისმბგებელია გარკვეული სახეობის ცხიმების გადამუშავებაზე. შედეგად ეს ცხიმები სისხლძარღვებში გროვდება და ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას არღვევს. ფაბრის დაავადება სხვადასხვაგვარად ვლინდება, ბევრი პაციენტი უჩივის ტკივილებს, თავბრუსხვევას, სწრაფ დაღლას, გულისა და თირკმლის პრობლემებს, ხშირად მოსალოდნელია ნაადრევი ინსულტებიც.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს