ავტორი:

გაიცანით "მის ირანი 2015", რომელიც თბილისში ცხოვრობს და საკუთარი ბიზნესი აქვს

გაიცანით "მის ირანი 2015", რომელიც თბილისში ცხოვრობს და საკუთარი ბიზნესი აქვს

"მის ირანი 2015" მინა ჯეი საქართველოში ცხოვრობს და საკუთარი ბიზნესი აქვს. უფრო დეტალურად უმშვენიერესი მინა ჯეი საკუთარ თავზე და კარიერაზე „რეიტინგს“ ესაუბრა.

- მე ირანში დავიბადე და დუბაიში ვცხოვრობ. პროფესიით მიკრობიოლოგი ვარ, მაგრამ ამასთანავე წარმატებული სამოდელო კარიერაც მაქვს. 2015 წელს მოვიპოვე მის ირანის ტიტული და „მის აზია 2015“-ზე „მის ფოტოგენურობის“ ტიტული მივიღე. ამჯერად აქ ვარ, საქართველოში, სადაც საკუთარი სასტუმრო მაქვს და მე თვითონ ვარ ამ სასტუმროს მენეჯერი.

- ირანი კონსერვატორული ქვეყანაა, როგორ შეძელით სილამაზის კონკურსზე მონაწილეობის მიღება?

- მე ემირატებში ვცხოვრობ, თუმცა პატივს ვცემ ჩემს ქვეყანას, მის ტრადიციებს. როცა სილამაზის კონკურსზე გამოვედი, ირანის ეროვნული სამოსი მეცვა და ამით დავაფიქსირე ჩემი პატივისცემა ჩემი ქვეყნის და რელიგიის მიმართ.

- საქართველოში როგორ მოხვდით?

- თავდაპირველად როგორც ტურისტი ისე მოვხვდი საქართველოში, წარმოუდგენელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ამ ქვეყანამ, ამ ქალაქმა. ერთი კვირაა ძალიან ცოტაა ქვეყნის გასაცნობად, მაგრამ თავიდანვე მივხვდი რა კარგი ქვეყანაა და გადავწყვიტე აქ დამეწყო ბიზნესი. თქვენს ქვეყანაში ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია, ტურისტულად განვითარებადი ქვეყანა გაქვთ და სასტუმროს გახსნაზე უკეთესს რას გავაკეთებდი. ასე დავიწყე ბიზნესი თბილისში.

- როგორი დამოკიდებულება აქვთ ირანელებს ქართველების მიმართ?

- ჩვენს ქვეყნებს ძალიან ბევრი საერთო აქვთ, მაგალითად შარვალი, მონეტა და ა.შ. ბევრი საერთო სიტყვებიც გვაქვს.

- მოდელობა რა ასაკში დაიწყეთ?

- პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მე ეს საქმე ძალიან მიყვარს. ერთხელ ფილმს ვუყურე კოლუმბიელ მოდელზე და მომინდა თავადაც ისეთი ცხოვრება მქონოდა. წავედი ლამაზ კაბაში ფოტოები გადამიღო ჩემმა მეგობარმა ფოტოგრაფმა და ასე დაიწყო ჩემი სამოდელო კარიერა. წაიკითხეთ სრულად+ფოტოები

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს