ავტორი:

პოლიციამ დააკავა ორი მამაკაცი, რომლებიც 84 წლის მოხუცს ინკასატორის სახელით გაეცნენ და გაძარცვეს

პოლიციამ დააკავა ორი მამაკაცი, რომლებიც 84 წლის მოხუცს ინკასატორის სახელით გაეცნენ და გაძარცვეს

ბათუმში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე 84 წლის ქალის ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკვეს. დაკავების ღონისძიება ხელვაჩაურში, ხალვაშის ქუჩაზე განხორციელდა. ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

ბათუმში დღეს, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 84 წლის ქალბატონი გაძარცვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი განმარტებით, სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესაც ორი მამაკაცი გაზის ინკასატორებად გაეცნო და სახლში მოტყუებით შეაღწია. მოხუცის თქმით, მძარცველებმა იგი სკამზე დააბეს, შემდეგ კი ოქრო და ძვირფასეულობა წაიღეს. ქალბატონო სავადნყოფოში გადაიყვანეს, მას სხეულის ზედაპირული დაზიანება აღენიშნება.

VIDEO: "გაზის შემოწმებაზე ვართო" - ბათუმში 84 წლის ქალი სკამზე დააბეს, სცემეს და გაძარცვეს - დაკავებულია 2 პირი

ზუგდიდში, ბანკში აყვანილი მძევლის წამების შესახებ ცნობას თავდაცვის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს - "დავით ხვიბლიანი ცილისწამების გამო, გეგმავს მიმართოს სასამართლოს"

ბათუმში ხიმშიაშვილების ოჯახის ძარცვაში ბრალდებული დააკავეს

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?