ავტორი:

ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე 16 სახანძრო ბრიგადა ჯერ კიდევ რჩება - რა ვითარებაა თევდორე მღვდლის ქუჩაზე

ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე 16 სახანძრო ბრიგადა ჯერ კიდევ რჩება - რა ვითარებაა თევდორე მღვდლის ქუჩაზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

შესაბამისად, როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ადგილზე რჩება 16 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს“, - აღნიშნეს უწყებაში.

დამწვარია 200-250 კვადრატული მეტრი ფართი. ხანძრის მიზეზი უცნობია.

ცეცხლი მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩნდა.

იხიელთ ვიდეო: თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია