ავტორი:

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თევდორე მღვდლის ქუჩაზე, მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ანდრე გუჯაიძემ განაცხადა, მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება.

„ბაზრობის მე-3 სართულზე, სასაწყობე ფართში, სადაც ინახებოდა მეორადი ტანსაცმელი, გაჩნდა ცეცხლი. მთლიანობაში ფართი არის 1800 კვ. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული და დროული რეაგირების შედეგად გადარჩა მთლიანი სართული. დაიწვა 150-200 კვ-მდე. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. ახლა მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება, რომ სადმე ცეცხლის კერა არ დარჩეს. ძირითადად დამწვარია მეორადი ტანსაცმელი, რაც საწყობში არის განთავსებული", - განაცხადა გუჯაიძემ.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო