ავტორი:

უფასო ღვინო, ჩაი, ყველისა და ძეხვის ასორტთან ერთად - "ბიბლუსი" ახალი მაღაზიის გახსნაზე ყველას ეპატიჟება

უფასო ღვინო, ჩაი, ყველისა და ძეხვის ასორტთან ერთად - "ბიბლუსი" ახალი მაღაზიის გახსნაზე ყველას ეპატიჟება

"ბიბლუსის" სტუმარი ალბათ არაერთხელ ყოფილხართ და ბევრი შენაძენიც გქონიათ. ამჯერად კი მაღაზიათა ცნობილი ქსელი ახალი ეროვნული წამოწყების ინიციატორია. ყველას, ვისაც ქართული ეკონომიკის, ადგილობრივი მეწარმეების თანადგომა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია აღელვებს, აუცილებლად უნდა დაესწროს გამოფენა-გაყიდვას, რომელიც 16-17 თებერვალს, ახალი ტურისტული მაღაზიის "ჯორჯიანის" გახსნასთან დაკავშირებით გაიმართება.

ყველას, ვინც ამ გამოფენა-გაყიდვის სტუმარი იქნებით, უფასო დეგუსტაციის ფარგლებში შემოგთავაზებენ ნაირ-ნაირ ღვინოსა და ჩაის, ყველისა და ძეხვის ასორტიმენტს, პროდუქციის შეძენა კი 30%-იანი ფასდაკლებით შეგეძლებათ. რაც მთავარია, საერთო ეროვნულ საქმეში ქართველი მეწარმეების მხარდამჭერი გახდებით, რადგან "ჯორჯიანში" მხოლოდ ქართული პროდუქტია წარმოდგენილი.

საზეიმო გახსნა, რომელიც 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება, ქართული ფოლკლორული მუსიკით იქნება გაფორმებული. ამ დღეების გამოტოვება ნამდვილად არ ღირს, თუმცა ძალიან ბევრი მიზეზი გექნებათ, რომ "ჯორჯიანს" კიდევ არერთხელ ეწვიოთ, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტი არ ხართ. პირველ რიგში საუკეთესო არჩევანია როგორც ჩამოსული უცხოელი სტუმრისთვის საჩუქრის ასარჩევად, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებისთვის მისართმევად ან გასაგზავნად. თანაც "ჯორჯიანში", რომელიც აღმაშენებლის 55–ში გიმასპინძლებთ, მხოლოდ ქართული ნაწარმი იქნება წარმოდგენილი. მათ შორის ქართული ღვინის მრჩევლის Allwine-ის უნიკალური ღვინო, თაფლი, ჩაი, ქართული სუვენირები და სხვადასხვა აქსესუარები. ქართული ნაწარმის შეძენით კი გეცოდინებათ, რომ თქვენი წვლილი გაიღეთ ადგილობრივი წარმოების გაძლიერებისთვის.

16-17 თებერვალს დაგეგმილი გამოფენა გაყიდვა არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვისაა გათვლილი, რომელსაც ქართული პროდუქტის შეძენა სურს. მაღაზიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმ ქართველი მეწარმეების წახალისებაა, რომლებიც ქართულ პროდუქციას აწარმოებენ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები კი მათი, ანუ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობენ ხელს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს