ავტორი:

"თიბისი" ბანკი სისტემური ბანკია ქვეყნისთვის, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს" - გიორგი გახარია

"თიბისი" ბანკი სისტემური ბანკია ქვეყნისთვის, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს" - გიორგი გახარია

შს მინისტრი გახარია აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ მნიშვნელობა ეროვნულ ბანკს კარგად ესმის. ამ საკითხთან დაკავშირებით მინისტრმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ფუნქციების გაზრდის შესახებ პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ეს გახლავთ მარეგულირებლის მიერ ფინანსური ბაზრის რეგულაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება და მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ მეკითხებით როგორც ყოფილ ბიზნესომბუდსმენს, რა თქმა უნდა გიპასუხებთ, რომ "თიბისი ბანკი" არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს და მარეგულირებელს.

არ არსებობს დღეს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც უკეთესად ესმის „თიბისი ბანკის" ფინანსური სისტემისთვის მნიშვნელობა, ვიდრე ეს რეგულატორს, ამიტომ აქ ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იქნება, მით უმეტეს ჩემი მხრიდან და აქ ჩემი კომენტარები, მაშინ როდესაც რეგულატორი თავის მანდატშია შესული, აბსოლუტურად უადგილო და ზედმეტია" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები