ავტორი:

6 თვის თეკლა ხოსიტაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

6 თვის თეკლა ხოსიტაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

6 თვის თეკლა ხოსიტაშვილს, რომელსაც სპინალური ამიოტროფია (ვერდინგ-ჰოფმანის დაავადება) დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას თეკლას ოჯახის ახლობლები სოციალური ქსელით ავრცელებენ.

"ერთად დავეხმაროთ საგარეჯოელ 6 თვის თეკლა ხოსიტაშვილს, რომელსაც დაუდგინდა სპინალური ამიოტროფია (ვერდინგ-ჰოფმანის დაავადება), მისი მკურნალობა საქართველოში არ ხდება. საფრანგეთის კლინიკა "Trausseau"-ში არსებობს მედიკამენტი, სახელწოდებით "avex-101" და თუ დროულად მოხდება კურსის დაწყება, დაავადება მკურნალობას დაექვემდებარება.

თეკლას ტრანსპორტირების დროს, მისი ჯანმრთელობა გაუარესდა რის გამოც, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ქალაქ ბუდაპეშტში და ბავშვი მწვავე ფილტვების ანთებით მოხვდა ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში. თეკლას მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. სამწუხაროდ, დავალიანება ყოველდღიურად იზრდება და გადახდა შეუძლებელი ხდება" - ნათქვამია ინფორმაციაში.

დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ საქართველოს ბანკის ანგარიშზე - GE36BG0000000018377200 მიმღები: ანანო ქვლივიძე (პირადი ნომერი: 36001049567)

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი