ავტორი:

"წინასწარმეტყველება", რომელიც ხაზარაძეს აუხდა, ანუ რატომ "გახსნა ცეცხლი" ეროვნულმა ბანკმა

"წინასწარმეტყველება", რომელიც ხაზარაძეს აუხდა, ანუ რატომ "გახსნა ცეცხლი" ეროვნულმა ბანკმა

ერთთვიანი სიჩუმის შემდეგ "თიბისი ბანკისა" და მამუკა ხაზარაძის თავზე კვლავ დაიწყო შავმა ღრუბლებმა თავის მოყრა. "ცეცხლი" ამჯერად ეროვნულმა ბანკმა "გახსნა", რომელმაც მოითხოვა, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დატოვონ "თიბისი" ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი პოსტები.

ეს არ იყო მოულოდნელი, რადგან ხაზარაძეს ამის შესახებ პროკურატურამ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გაუგზავნა "პირადი შეტყობინება" იმ მედიასაშუალებით, რომელიც, სავარაუდოდ, ძალოვან სტრუქტურებთან არის დაკავშირებული. მოკლედ, შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთმა საინფორმაციო პორტალმა იანვრის დასაწყისში გამოაქვეყნა სტატიაიმის შესახებ, რომ პროკურატურამ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება დაიწყო (სტატიაში ისეთი დეტალები იყო, რომ ბევრს პროკურატურის გამომძიებლის დაწერილი ეგონა). მეორე დღეს, საგანგებო ბრიფინგზე პროკურატურის წარმომადგენელმა ლამის სიტყვა სიტყვით გაიმეორა სტატია, ერთი ეპიზოდის გარდა - კერძოდ, სტატიაში ეწერა, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ბანკის მართვას ჩამოაშორეს, რაც მაშინ პროკურატურამ უარყო.

ჩვენ 15 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში ვივარაუდეთ, რომ პროკურატურა ხაზარაძეს აფრთხილებდა, რომ თუ "ჭკვიანად არ მოიქცეოდა", სტატიის ეს ეპიზოდიც გაოფიციალურდებოდა.

"წინასწარმეტყველება" ერთი თვის შემდეგ ახდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში "თიბისი ბანკის" გარშემო ატეხილი სკანდალის კულუარულად მოგვარება ვერ მოხერხდა, ანუ მხარეებმა საქმე "ვერ დაალაგეს". ამის მცდელობა რომ იქნებოდა, ამაში ეჭვიც არ გვეპარება, რადგან იანვრის დასაწყისის შემდეგ პროკურატურა-ეროვნული ბანკიც დადუმდნენ და "თიბისი ბანკიც".

მდგომარეობა რომ გამწვავდა, ამას მამუკა ხაზარაძის "ფეისბუკპოსტიც" ადასტურებს. ფრთხილი და მოზომილი ბანკირი წერს: "ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას, არ შევეგუებით უსამართლობას..."

პასუხი მთავარ კითხვაზე, თუ რას ემსახურება პროკურატურა-ეროვნული ბანკის შეტევა "თიბისი ბანკზე" შესაძლოა, ისევ ხაზარაძის "ფეისბუკპოსტში" ვიპოვოთ: "დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან".

არ არის გამორიცხული, რომ ეროვნული ბანკის ზემოხსენებული განცხადება არის ბოლო გაფრთხილება ხაზარაძისადმი, რომ "ჭკვიანად მოიქცეს".

თუ მართალია ის ვერსია, რომ ანაკლიის პროექტიდან "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის გაძევება სურთ, მაშინ "ჭკვიანად მოქცევა" გულისხმობს შემდეგს: ხაზარაძემ წყნარად, ზედმეტი ხმაურის გარეშე, ლეგალურად დათმოს ანაკლიის პროექტი. ზედმეტი ხმაური ანაკლიის გარშემო ხელისუფლებას და დაინტერესებულ დიდი გავლენის მქონე ადამიანებს არ აწყობთ, რადგან ამ კონსორციუმში ამერიკული პოლიტიკური ინტერესი დიდია და შესაძლოა, აშშ-ს გარკვეული სტრუქტურები დაინტერესდნენ, თუ რა ხდება ამ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის ირგვლივ...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ