ავტორი:

ესპანეთის პოლიციამ 3.3 ტონა კოკაინი ამოიღო, დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეცაა

ესპანეთის პოლიციამ 3.3 ტონა კოკაინი ამოიღო, დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეცაა

ესპანეთის სამართალდამცველებმა 3.3 ტონა კოკაინი ამოიღეს და დაჯგუფების, რომელსაც სამხრეთ ამერიკიდან ნარკოტიკები შემოჰქონდა, საქმიანობა აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის ეროვნული პოლიცია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია დაჯგუფების 11 წევრი, მათ შორის საქართველოს ერთი და უკრაინის რვა მოქალაქე.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გემის დაკავება, რომელზეც ნარკოტიკების გადაზიდვა ხდებოდა, 30 იანვარს პორტუგალიის სანაპიროსთან მოხდა, რის შემდეგაც გემი გადაყვანილი იყო სეტუბალის პორტში, ხოლო დაჯგუფების წევრები ესპანელ სამართალდამცველებს გადასცეს, რომლებიც აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას ატარებდნენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ