ავტორი:

"არ უნდა ვიფიქროთ, რომ დიაგნოზით ყველაფერი მთავრდება" - რას ჰყვება ლელა წურწუმიას და, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა

"არ უნდა ვიფიქროთ, რომ დიაგნოზით ყველაფერი მთავრდება" - რას ჰყვება ლელა წურწუმიას და, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ მომღერალ ლელა წურწუმიას ორი და ჰყავს. მისი უფროსი და - ხათუნა ექიმია, ხოლო უმცროსი ეკა პედაგოგი.რამდენიმე წლის წინ, წურწუმიების ოჯახი დიდი განსაცდელის წინაშე დადგა, მომღერლის ორივე დას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ დებმა ვერაგი დაავადება დაამარცხეს. ჟურნალ "გზის" რესპონდენტი მომღერლის უფროსი და ხათუნაა, რომელიც საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული და ორ ბიჭს ზრდის. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"ექიმი ვარ, მაგრამ ვიცი, პაციენტი კლინიკაში თუ თავს ისე იგრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, ეს მისთვის უკეთესია. აქამდე სხვადასხვა ტიპის ბიზნესი მქონდა, მაგრამ ჩემი მთავარი მისია დედობა გახლდათ, ორი ბიჭი მყავდა გასაზრდელი; ახლა, როცა ისინი უკვე დიდები არიან, გადავწყვიტე, მეც დამეწყო ჩემი საქმე..."

"ადამიანებმა კეთილი საქმეები ჩუმად უნდა აკეთონ და ეს შეგნება ასაკთან ერთად მოდის. მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა, გადავწყვიტე სხვებს დავხმარებოდი. შევიძინე მაღალკვალიფიციური აპარატი და ვისაც არა აქვს შესაძლებლობა, რომ ძვირად ღირებული გამოკვლევები ჩაიტაროს, საშუალებას ვაძლევ, პროფესიონალი ექოსკოპისტების დახმარებით, მიზერულ თანხად, თითქმის უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევები..."

"არ უნდა ვიფიქროთ, რომ დიაგნოზით ყველაფერი მთავრდება. კიბო განაჩენი ნამდვილად არ არის. ამ დროს აუცილებელია ფსიქოლოგის დახმარება...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი