ავტორი:

8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 29 წლის მამაკაცი დაკავებულია

8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 29 წლის მამაკაცი დაკავებულია

აჭარაში 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე შსს-მ 1990 წელს დაბადებული მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფრომაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 8 წლის გოგონას დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აჭარაში ერთ-ერთ სასტუმროში, სასტუმროს მეპატრონემ 8 წლის გოგონას მიმართ რამდენჯერმე სცადა გარყვნილი ქმედება.

ფაქტთან დაკავშირებით, საქმეში ჩართულია სახალხო დამცველის წარმომადგენლები და სოციალური სააგენტოს თანამშრომლები.

VIDEO: 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაშია ბრალდებული, დააკავეს - ბავშის დედა დაკავებულის სასტუმროში მუშაობდა

გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება

"კანდელაკების ოჯახის საზრუნავი ახლა ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა" - თარაშ კანდელაკის ადვოკატი

"ჩემი დაწინაურება რურუას საქმესთან არანაირ კავშირში არაა" - თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილე