ავტორი:

უკრაინაში დაკავებული პირები საქართველოს მოქალაქეები არ აღმოჩდნენ - შსს-ს ინფორმაცია

უკრაინაში დაკავებული პირები საქართველოს მოქალაქეები არ აღმოჩდნენ - შსს-ს ინფორმაცია

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კიევში მოქალაქეების გაქურდვის ფაქტზე 4 ქართველია დაკავებული, სიმართლეს არ შეესაბამება - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები სავარაუდოდ აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. „უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კიევში მოქალაქეების გაქურდვის ფაქტზე 4 ქართველია დაკავებული, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე, რომლის დროსაც კიევის ქუჩაში მოქალაქეები გაქურდეს, დაკავებული პირები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში, ანტონოვიჩის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ძარცვის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ეჭვმიტანილებმა მთელი ღამის განმავლობაში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი გაძარცვეს.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც უკრაინაში ტურისტებად ჩავიდნენ და ჰოსტელში ცხოვრობდნენ.

„დაკავებისას ოთხმა ქართველმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. ისინი აგრესიულად იქცეოდნენ. მათგან ამოღებულია საფულე, ოქროსა და ვერცხლის საათები, ძვირფასეულობა. დაკავებულები შეეცადნენ ნაქურდალი ნივთების საკანალიზაციო ქსელში და პოლიციის მანქანების ქვეშ გადაყრას. დაკავებულთაგან სამი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო, ერთის განცხადებით კი, მას თან ჰქონდა ნარკოტიკები.

ადგილზე დაკითხვისას მამაკაცებმა ბრალდებები უარყვეს. ისინი დაკავებულები არიან“, - წერს უკრაინული მედია.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს