ავტორი:

"ჩვენი სალომე დადიოდა აქ ბავშვობიდან, მახსოვს, როგორ გალობდა გუნდში" - პრეზიდენტი, ოჯახთან ერთად პარიზის წმ. ნინოს ეკლესიაში

"ჩვენი სალომე დადიოდა აქ ბავშვობიდან, მახსოვს, როგორ გალობდა გუნდში" - პრეზიდენტი, ოჯახთან ერთად პარიზის წმ. ნინოს ეკლესიაში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, შვილებთან ერთად, წმინდა ნინოს სახელობის იმ ეკლესიაში დაესწრო წირვას, რომელიც მისი მამის, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით მოეწყო. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ტაძრის წინამძღვარმა, მამა არჩილმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა ბავშვობაში, სალომე ზურაბიშვილი აქტიურად დადიოდა ეკლესიაში და მგალობელთა გუნდში გალობდა. მან პრეზიდენტს საკუთარ საქმიანობაში წინსვლა და წარმატებები უსურვა.

„ჩვენ ვიმყოფებით ქართული ემიგრაციის ეკლესიაში, რომელიც ლევან ზურაბიშვილის, იოსებ კემულარიას და ილამაზ დადეშქელიანის დაფუძნებულია. ჩვენი სალომე დადიოდა აქ ბავშვობიდან. მახსოვს, როგორ გალობდა გუნდში, ბევრი ასეთი შინაურული მოგონებები გვაქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ თავისი საქმიანობით ევროპასთან და უცხო ქვეყნებთან ურთიერთობაში დიდ წინსვლასა და წარმატებებს მიაღწევს. ამ იმედით ვლოცულობთ მისთვის და საქართველოსთვის", - განაცხადა მამა არჩილმა.

პარიზში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია 1929 წელს იმ ქართველი მართლმადიდებლებისათვის დაარსდა, რომლებმაც 1921 წელს რუსული ოკუპაციის შემდეგ, საფრანგეთს შეაფარეს თავი.

წმინდა ნინოს მრევლისათვის პარიზში წირვა-ლოცვა 1944 წლიდან დაქირავებულ შენობებში აღევლინებოდა, 1973 წელს კი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მამის, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ინიციატივით, პარიზში მოხერხდა ადგილის შეძენა და საფრანგეთსა და უცხოეთში მცხოვრები ქართველების შემოწირულობებით სამლოცველოს მოწყობა.

1990-იან წლებამდე ეს იყო ერთადერთი ღვთისმსახურების ადგილი საქართველოს ფარგლებს გარეთ, სადაც წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინებოდა.

"ციხიდან რომ გამოვედი, ერთ-ერთი პირველი ვისაც დავურეკე, ლევან ბერძენიშვილი იყო...მანაც მაპატია და მეც ვაპატიე" - ვანო მერაბიშვილი

როდიდან დაიწყებს მოძრაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი? - კახა კალაძის კომენტარი

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს - "26 აპრილს ქცევის ახალი ნორმები ამოქმედდება"