ავტორი:

"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთი ანგარიშით 22:10 დაამარცხეს

"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთი ანგარიშით 22:10 დაამარცხეს

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 22:10 დაამარცხა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში "ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს პირველი ტაიმი 12:5 მოუგეს. მე-14 წუთზე გორგაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გამოიყენა. 23-ე წუთზე მეტოქემ ლელო გაიტანა და ანგარიში 7:5 გახდა. 30-ე წუთზე ჩილაჩავამ ლელო გაიტანა, და პირველი ტაიმი 12:5 დასრულდა.

მეორე ტაიმში მსაჯმა მოწინააღმდეგის ორი მოთამაშე გააძევა. ქართველებმა უპირატესობით ისარგებლეს და ლობჟანიძემ ლელო დადო. შემდეგ ქერდიყოშვილმა გაიტანა ლელო, აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 22:5 გახდა.

თამაშის დასრულებამდე ესპანეთმა პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტურში „ბორჯღალოსნებმა“ სტუმრად რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 18:9 დაამარცხეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ