ავტორი:

დაუვიწყარი ფრანგული გემო - რესტორანი Ladurée  თბილისში გაიხსნა

დაუვიწყარი ფრანგული გემო - რესტორანი Ladurée  თბილისში გაიხსნა

ფრანგული საკონდიტრო „Ladurée“ უკვე საქართველოშია, ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით 50 ქვეყანაში არის წარმოდგენილი და ჯამში 105 ობიექტით ემსახურება მომხმარებელს, თბილისის Ladurée რიგით 106-ე რესტორანია.

14 თებერვალს, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, Ladurée-ს გახსნას ესწრებოდნენ ქართველი ბომონდის წარმომადგენლები, ბრენდის პრეზიდენტი - დევიდ ჰოლდერი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში - პასკალ მენიე და ფრანგული მხარის სხვა წარმომადგენლები. გახსნის ღონისძიება ფრანგული მუსიკითა და პარიზული დიზაინის დეტალებით იყო გაფორმებული, რამაც სტუმრებს განსაკუთრებული განწყობა შეუქმნა.

Ladurée-ს ქსელის პრეზიდენტმა, დევიდ ჰოლდერმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა დასწრებისათვის და აღნიშნა რომ მისთვის განსაკუთრებული დღეა Ladurée-ს რესტორნის გახსნა თბილისში.

"Ladurée ჩემი შვილია, ჩემი სიყვარული. ყველაფერი კი იმ დღეს დაიწყო, როდესაც პარიზში, ლუი ერნესტ ლადუღემ 1862 წელს პატარა საკონდიტრო გახსნა, 1992 წლიდან კი ბრენდის ხელმძღვანელობა ჩემმა ოჯახმა ითავა. დღეს უკვე ჩვენი რესტორნები მსოფლიოს 50 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ძალიან მიხარია, რომ Ladurée უყვართ საქართველოში, ამიტომაც ჩვენ თქვენთან ვართ და მუდმივად გაგანებივრებთ ნამდვილი ფრანგული ტკბილეულით." - აღნიშნა ბრენდის პრეზიდენტმა, დევიდ ჰოლდერმა.

Ladurée-ს ისტორია 1862 წლიდან იწყება და ცნობილია იმით, რომ შექმნა ფრანგული ორმხრივი მაკარონი, სხვადასხვა გემოთი და არომატით. ერნესტ ლადუღემ პარიზელებს თავი პატარა საკონდიტროთი გააცნო, რომელიც Rue de Royale-ზე გახსნა და დღემდე ბევრ სტუმარს გემრიელი ტკბილეულით უმასპინძლდებოდა, ფლაგმანი რესტორანი კი ისტორიულ Champs-Élysées-ზე მდებარეობს და პარიზელებისა თუ ტურისტების საყვარელ ადგილს წარმოადგენს Ladurée ყოველდღიურად 15,000 მაკარონს ყიდის.

„Ladurée ფრანჩაიზის ხელშეკრულების თანახმად შემოვიყვანეთ საქართველოში, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები ვართ. დღეს გავხსენით საქართველოში Ladurée-ს პირველი ფლაგმანი რესტორანი, სადაც ბრენდის სამივე კონცეფცია იქნება წარმოდგენილი: ჩაის სალონი, რესტორანი და რა თქმა უნდა საკონდიტრო ხაზი.“ - განმარტა Ladurée თბილისის გენერალურმა დირექტორმა, თეა შენგელიამ.

1862 წელს, როდესაც ერნესტ ლადუღემ პატარა საცხობი გახსნა პარიზში,მისი მეუღლის, ჟან სუშაღდის იდეით, პარიზული კაფე და საკონდიტრო მაღაზია გაერთიანდა, რამაც შექმნა პირველი ჩაის სალონი ქალაქში.

Ladurée-ს პარიზის რესტორანი ხელოვანი ხალხის საყვარელი ადგილიც არის, ხშირად ის რეჟისორებისა და მხატვრების შთაგონების წყარო ყოფილა. მაგალითად, სოფია კოპოლას ფილმის „მარია ანტუანეტის“ ინსპირაცია სწორედ რომ რესტორანი ლადუღე გახდა. აღნიშნული ფილმის სცენები ლადუღეს დახვეწილი და მრავალფეროვანი ტკბილეულით არის გაფორმებული.

ბრენდი გახსნიდან მალევე გასცდა საფრანგეთის საზღვრებს და დიდი პოპულარობა მოიპოვა ევროპის, აზიის, არაბეთის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის მსოფლიოს მასშტაბით 50 ქვეყანაში არის წარმოდგენილი და ჯამში 105 ობიექტით ემსახურება მომხმარებელს. Ladurée მსოფლიოში იმითაც არის ცნობილი, რომ კერძები მაღალი ხარისხის ინგრედიენტებითა და ნატურალური პროდუქტებით იქმნება.

R

თეკლე ჯანელიძე

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის