ავტორი:

რუსი "სუპერმენის" მორიგი შოუ და ისტორიულ მინიმუმამდე დავარდნილი რეიტინგი - საით მიდის რუსეთი?

რუსი "სუპერმენის" მორიგი შოუ და ისტორიულ მინიმუმამდე დავარდნილი რეიტინგი - საით მიდის რუსეთი?

გასული კვირა საერთაშორისო პოლიტიკაში საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იყო. ერთმანეთის პარალელურად გაიმართა ძალიან საინტერესო შეხვედრები - აღმოსავლეთ ევროპის სამ ქვეყანას - უნგრეთს, სლოვაკეთსა და პოლონეთს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვია. სტუმრობის მიზანი და მიზეზი აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთისა და ჩინეთის მზარდი გავლენის დაბალანსება იყო.

გარდა ამისა, ვარშავაში გაიმართა საერთაშორისო სამიტი - ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის მინისტერიალი. ამ მინისტერიალზე საგანგებოდ ჩავიდა შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი (სხვათა შორის, ივანკა, ისევე როგორც მისი ქმარი ჯარედ კუშნერი, აქტიურად არიან ჩართული პოლიტიკაში, რასაც რატომღაც უფლება დამცველი ორგანიზაციები დიდ ნეპოტიზმად არ აფასებენ). ეს სამიტი რეალურად ირანის წინააღმდეგ იყო მიმართული, რაც ეს ამერიკულ მხარეს არც დაუმალავს. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ვარშავაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ "ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის ირანთან დაპირისპირების გარეშე მიღწევა შეუძლებელია" და "ირანს დამანგრეველი გავლენა აქვს ლიბანში, იემენში, სირიაში და ერაყში".

ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კი აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნების მხრიდან ირანის მხარდამჭერი ქმედებები აშშ-სა და ევროკავშირს შორის უთანხმოებების გაღრმავებას გამოიწვევს. "ევროპაში ზოგიერთი პარტნიორი ცდილობს მექანიზმების შექმნას, რათა გვერდი აუარონ ირანისთვის ჩვენს მიერ დაწესებულ სანქციებს. ეს ინსტრუმენტი მცდელობაა აშშ-ს სანქციების დარღვევა მოხდეს".

მაიკ პენსის აზრით, "ამგვარი მიდგომა გააძლიერებს ირანს, დაასუსტებს ევროკავშირს და გააღრმავებს უთანხმოებას ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის". აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციები გამკაცრდება, თუ ირანი არ იტყვის უარს თავის დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე. იხილეთ ვრცლად

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე