ავტორი:

ბანკი თუ პორტი - "რატომ მოუწია ხაზარაძეს ივანიშვილთან ჩივილით მისვლა, რომ ჩხარტიშვილი ჩაგრავდა?"

ბანკი თუ პორტი - "რატომ მოუწია ხაზარაძეს ივანიშვილთან ჩივილით მისვლა, რომ ჩხარტიშვილი ჩაგრავდა?"

დროის ათვლა დაწყებულია - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკს" ორთვიანი ვადა მისცა სამეთვალყურეო საბჭოდან ბანკის დამფუძნებლებისა და ამავე საბჭოს ხელმძღვანელების გასაწვევად. არადა, თავად სებ-მა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება უკვე შეუჩერა. მაშინ რას წყვეტს ეს ორი თვე და რატომ არ მოითხოვა მთავარმა ფინანსურმა მარეგულირებელმა, დაუყოვნებლივ ჩამოეშორებინათ ბანკისთვის პირები, ვისი ქმედებაც "ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევად" თავად შეაფასა? სწორედ ამ და კიდევ რამდენიმე საინტერესო გარემოების გამო, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ხაზარაძის გაფრთხილებად და ულტიმატუმად აღიქმება. რა აქვს დასათმობი ხაზარაძეს? როგორც თავად წერს საჯარო წერილში, ეს არის საქმე, თავისუფლება და ღირსება, რომელთა დათმობასაც არ აპირებს და "თიბისის", მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებებს ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში დაიცავს. თუმცა "გაფრთხილება" შესაძლოა სულ სხვა საქმეს ეხებოდეს, რომლის დათმობაც ხაზარაძეს "თიბისის" შეუნარჩუნებს.

გზავნილი ბანკირებს - "თქვენ გელით...

"პირველად ინფორმაცია, რომ "თიბისი ბანკის" საქმიანობით პროკურატურა დაინტერესდა, მედიით 2018 წლის ზაფხულში გავრცელდა, მაგრამ მაშინ ამას არც ბანკი ადასტურებდა და არც საგამოძიებო უწყება. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ! მალევე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, თუმცა საზოგადოებისთვის ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, კვლავ მედიის წყალობით გახდა ცნობილი.

8 იანვარს ერთ-ერთ საინფორმაციო პორტალზე განთავსებული ინფორმაცია "თიბისი ბანკის" საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ისეთ დეტალებს შეიცავდა, რომ წყარო საქმეში კარგად ჩახედული ადამიანი უნდა ყოფილიყო. მეორე დღეს ეს ინფორმაცია თითქმის 100%-იანი სიზუსტით გადაამღერა პროკურატურამ, თუმცა სტატიის მხოლოდ ერთი ეპიზოდი არ დაადასტურა - კერძოდ, სტატიაში აღნიშნული იყო, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბანკის მართვას ჩამოაშორეს.

ჩნდება ეჭვი, რომ მაშინ ამ ინფორმაციის გაჟღერებას თავისი დატვირთვა ჰქონდა და ხაზარაძის ერთგვარი გაფრთხილება იყო - თუ "ჭკვიანად არ მოიქცეოდა", მოგვიანებით პროკურატურა სტატიის ამ დეტალსაც "დაადასტურებდა".

რა ხდებოდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ძნელი სათქმელია, თუ, რა თქმა უნდა, ისევ "კონფიდენციალური" წყარო არ გადაწყვეტს რომელიმე მედიასაშუალებისთვის გულის გადაშლას. თუმცა მხარეების დუმილის დაგვირგვინება ეროვნული ბანკის ამ ხისტი გადაწყვეტილებით შესაძლოა მხოლოდ ერთზე მიუთითებდეს - კულუარული შეთანხმება ვერ შედგა!

რა ეჭვი აქვს ხაზარაძეს?

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მამუკა ხაზარაძემ ფეისბუკპოსტით უპასუხა, სადაც ამბობს, რომ აეჭვებს ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი მარეგულირებლის გადაწყვეტილება და რეპუტაციის შემლახველი კამპანია სწორედ მაშინ, როცა ასე ახლოს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის პორტის დაწყება. "თიბისი ჰოლდინგი" "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელი, ძირითადი პარტნიორი და პროექტების დეველოპერია. წაიკითხეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები