ავტორი:

ქუჩის საფეხბურთო მოედნიდან მსოფლიოს უდიდეს სტადიონებამდე - წიგნი დიდი მერსისაიდული ოცნების შესახებ

ქუჩის საფეხბურთო მოედნიდან მსოფლიოს უდიდეს სტადიონებამდე - წიგნი დიდი მერსისაიდული ოცნების შესახებ

24 თებერვალს. 17:00 საათზე „ვარაზის ლუდის ბაღში“ (ვარაზისხევის ქ.#1) დებიუტანტი ავტორის, ნუგზარ ღვალაძის წიგნის, „მერსისაიდული დღიურის“ წარდგენა გაიმართება.

წიგნი მოგვითხრობს ბიჭზე, რომლის ცხოვრების აზრიც ფეხბურთია, სათაყვანებელი გუნდი კი „ლივერპული“. ნაწარმოების წარდგენა „ლივერპული-მანჩესტერის“ მატჩამდე ერთი საათით ადრე გაიმართება. პრეზენტაციის შემდეგ, სტუმრებსა და წარმდგენებს, შესაძლებლობა ექნებათ, სანახაობრივ მატჩს იქვე უყურონ.

ნუგზარ ღვალაძის „მერსისაიდული დღიური“ არა მარტო ლივერპულის, არამედ, ზოგადად, ფეხბურთისა და სპორტის ქომაგებისთვისაა საინტერესო. წიგნი არის მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორია გზა უბნის საფეხბურთო მოედნიდან მსოფლიოს უდიდეს სტადიონებსა და ასობით ათასი გულშემატკივრის ყიჟინამდე.

„მერსისაიდული დღიური“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ აღმოჩენაა. ავტორისთვის ეს სადებიუტო წიგნია, რომელიც შეუპოვრობაზე, მიზნისკენ სწრაფვასა და ოცნების ახდენაზე მოგვითხრობს.

წიგნი მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია. პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს კი წიგნის შეძენა ადგილზეც შეეძლებათ.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/609507052805495/

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს