ავტორი:

"მაქსიმალურად თავშეკავებული იყვნენ" - როგორ აფასებს გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საგანგებო ბრიფინგს

"მაქსიმალურად თავშეკავებული იყვნენ" - როგორ აფასებს გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საგანგებო ბრიფინგს

"მე ვფიქრობ ძალიან ღირსეული გამოსვლა იყო, მაქსიმალურად თავშეკავებული იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშიაღმოჩნდნენ, მინიმუმ იმის თქმა შემიძლია, რომ ღირსებას არ კარგავენ", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრიფინგის შეფასებისას განუცხადა.

"ისინი გამოვიდნენ კომისიის შექმნის ინიციატივით. გასაგებია, რომ მზად არიან, სრულად გამჭვირვალედ წარმართონ პროცესი. ეს კარგია, დეტალებს არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ამ რთულ ვითარებაშიც ძალიან ღირსეულად გამოიყურებიან და მე ვისურვებ ბოლომდე შეენარჩუნებინოთ ეს მდგომარეობა“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ჟურნალისტების მხრიდან გაჟღერებულ კითხვას - ხომ არ მოითხოვა ბიძინა ივანიშვილმა წილების დათმობა, ხუხაშვილის თქმით, მსგავსი მოთხოვნები ასეთი უხეში ფორმით არ ხდება.

"ადამიანებს იმაზე მეტს ვერ ათქმევინებ, ვიდრე გეგმავენ თქმას. საერთოდ ასეთი მოთხოვნა ასეთი უხეში ფორმით არ ხდება. მე ამ ეტაპზე მაკმაყოფილებს ის, რისი თქმის უფლებაც მისცეს მათ საკუთარ თავს და თეორიებს მე პირადად არ გავყვებოდი. ფაქტია, რომ ეს საქმე ყარს. პრინციპში მთავარი ზიანი, რაც მოსალოდნელია და რაც უკვე ფაქტობრივად მიადგა ანაკლიის პორტის პროექტს, ეს უკვე ცხადია და ძალიან სამწუხაროა, რომ იქ შეიქმნა ისეთი რისკები, რომლებმაც შესაძლოა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკისგან" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ