ავტორი:

4 თვის დეა ჯორთმენაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

4 თვის დეა ჯორთმენაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

4 თვის დეა ჯორთმენაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. პატარა დეას სახის მარცხენა მხარეს მელანოციტური ნევუსი აღენიშნება, რომელიც 2 წლამდე მოცილებას საჭიროებს. ოპერაცია შვეიცარიაში, კერძოდ ციურიხში, ერთ-ერთ ბავშვთა საუნივერსიტეტო კლინიკაში უნდა გაკეთდეს და იგი 85 ათასი ევრო ჯდება. თანხის გადახდის საშუალება ოჯახს არ გააჩნია.

"(გთხოვთ გააზიაროთ და დაეხმაროთ!)ეს არის პატარა დეაკო, რომელსაც თანდაყოლილი გიგანტური წარმონაქმნი მელანოციტური ნევუსი აქვს. მისი მოშორება აუცილებელია ადრეულ ასაკში ახალშობილობის პირველივე წელს. პატარა დეას, როგორც ხედავთ, აღენიშნება სახის მარცხენა მხარეს მელანოციტური ნევუსი, რომელიც საჭიროებს 2 წლამდე მოცილებას სხვადასხვა მეთოდით. ეს უიშვიათესი შემთხვევაა, რომელიც ყველგან ვერ კეთდება და ყველა ვერ აკეთებს მითუმეტეს, როცა საქმე გვაქვს ახალშობილის სახესთან და არა სხვა ნაწილთან. შვეიცარიაში, კერძოდ ციურიხში, ერთ-ერთ ბავშვთა საუნივერსიტეტო კლინიკაში არის ისეთი განყოფილება, სადაც უკეთდებათ ბავშვებს ამგვარი ოპერაციები. პატარა დეას ოპერაციები დაიგეგმა ციურიხში, სადაც მას 4 ეტაპად ჩაუტარდება ოპერაცია ნევუსის სრულად მოსაცილებლად. მკურნალობის საფასური 85000 ევროა. თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს - ძალა ერთობაშია!!! მცირედიც კი ბევრს ნიშნავს ჩვენთვის აქვე მითითებულია ოჯახის, კერძოდ დედის საბანკო ანგარიშის ნომერი - თითოეული თეთრი უშუალოდ მის ანგარიშზე დაჯდება" - ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანგარიშის ნომერია: თიბისი ბანკი: GE60TB7060645063600052 - მიმღები ლელა ქამადაძე

"საქართველოს ბანკის" ანგარიში: GE07BG0000000160765186 - მიმღები ლელა ქამადაძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ