ავტორი:

"ვებრძვი და მებრძვის, ძალიან ძლიერი კონკურენტია" - რომელ კონკურსანტებს შორის დაიძაბა ვითარება "საქართველოს ვარსკვლავში"

"ვებრძვი და მებრძვის, ძალიან ძლიერი კონკურენტია" - რომელ კონკურსანტებს შორის დაიძაბა ვითარება "საქართველოს ვარსკვლავში"

"საქართველოს ვარსკვლავი" ფინალისკენ მიდის. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსანტები ერთმანეთის კარგი მეგობრები არიან, უკვე აცნობიერებენ იმასაც, რომ სერიოზული კონკურენტებიც არიან და "ევროვიზიაზე" მათგან მხოლოდ ერთი უნდა წავიდეს. ამიტომ მათ შორის ფარული თუ ღია ბრძოლაც მიმდინარეობს.

აი, რას ამბობენ ისინი AMBEBI.GE-სთან.

ლიზა კალანდაძე:

- ოთოზე მკითხეთ - რა უნდა ვთქვა? ძალიან ძლიერი კონკურენტია - ვებრძვი და მებრძვის... ყველა, ვინც აქ არის, ასე ვართ - თანაბარი ძალების კონკურსანტები ვართ, მაღალხარისხიანი მომღერლები და ერთმანეთის კონკურენტები, ვაფასებთ და გვიყვარს ერთმანეთი…

მინდა, მაყურებელს მადლობა გადავუხადო. მათი იმედი კვლავაც მაქვს და ვპირდები, რომ მომავალ ლაივზე უფრო მეტს ვაჩვენებ და იმედებს გავუმართლებ.

ნინი ცნობილაძე:

- მესამე ტურია აუტსაიდერებში ვხვდები და რომ მეკითხებიან, - რა ხდებაო? ვერ ვპასუხობ. არ ვიცი, რა ხდება და რატომ. თუმცა ფაქტია, რომ სამივეჯერ მაყურებელმა გადამარჩინა და კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ მათი. ყოველი ტური ერთმანეთისგან განსხვავდება, ვერ გათვლი, როდესაც სცენაზე გამოდიხარ, რა შეიძლება მოხდეს. მით უმეტეს მაშინ, როცა ქართულ სიმღერას ასრულებ. ჩემთვის ეს ძალიან საპასუხისმგებლოა და რთულიც. „საქართველოს ვარსკვლავს“ დიდი მადლობა, რომ შესაძლებლობა მომცა, ქართულ სიმღერაში ძალები მომესინჯა და სხვათა შორის, მომეწონა - ძალიან კომფორტულადაც ვიგრძენი თავი. სასიამოვნო იყო პროექტში ჩატარებული შიდა სამუშაოც, რასაც პედაგოგთან მუშაობა ჰქვია. მოკლედ, მადლობა მაყურებელს და ვნახოთ, შემდეგში რა იქნება.

ჩემს აუტსაიდერობას მივუბრუნდები... სოციალურ ქსელში არ ვარ სხვებივით აქტიური.

- რატომ არ აქტიურობ?

- ზოგადად, არ ვარ აქტიური ადამიანი, მაგრამ ახლა მომიწევს გააქტიურება, რადგანაც უკვე ფინალურ ეტაპზეა კონკურსი. შემდეგ შაბათს უკვე ნახევარ ფინალში გვიწევს ბრძოლა. ამიტომ მთელი ძალებით გავაქტიურდები, რომ მაყურებელმა ჩემს შესახებ მეტი გაიგოს. ვნახოთ, თუმცა წინასწარ არაფერი ვიცით არასდროს.

ოთო ნემსაძე:

- როგორც ყველა წინა ტური, ბოლოც ძალიან ძლიერი იყო. ბედნიერი ვარ, რომ ძლიერი კონკურსანტები პროექტს ტოვებენ, მათთან ერთად მომიწია სცენაზე დგომა და ვიცი, რაც არის ეს, მაგრამ ძლიერები ისევ რჩებიან პროექტში და ისევ მომიწევს მათთან ერთად სცენაზე დგომა.

- ორი ლაივის ლიდერი იყავი შენ და ბოლო ორზე - ლიზა. რას იტყვი?

- წარმატებებს ვუსურვებ ლიზას. ნამდვილად იმსახურებს დიდ წარმატებას და დაე, ღირსეულმა გაიმარჯვოს!

საერთოდ კი, ამ კონკურსში პროგნოზების გაკეთება ძნელია. ძალიან ძლიერი ნაკადია.

გასულ შაბათს თათომ დატოვა კონკურსი. პოტენციურად ქართული სტილის მომღერალია, რაც ძალიან მახარებს იმიტომ, რომ ნელ-ნელა პოპულარული ხდება ქართული მუსიკა. მას ბევრ ალბომს, ბევრ გამოსვლას, კონცერტს ვუსურვებ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს