ავტორი:

რუსეთის სახელით მოასპარეზე გორელი ძიუდოისტი და ვლადიმერ პუტინი ტატამზე

რუსეთის სახელით მოასპარეზე გორელი ძიუდოისტი და ვლადიმერ პუტინი ტატამზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის ნაკრების ძიუდოისტი ორენბურგის ოლქიდან რობერტ მშვიდობაძე - ეს ფოტო ორენბურგის ძიუდოს ფედერაციის "ინსტაგრამის" გვერდზე გამოქვეყნდა.

ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ფოტო გადაღებულია სოჭში, სადაც მშვიდობაძე რუსეთის ნაკრების შემადგენლობის წვრთნებზე იმყოფება. ნაკრების წევრები გერმანიაში ძიუდოს ტურნირზე გასამგზავრებლად ემზადებიან, რომელიც 22-24 თებერვალს დიუსელდორფში გაიმართება.

რუსეთის პრეზიდენტი ნაკრების წევრებს სოჭის შეკრებაზე ეწვია, მათთან ერთად ივარჯიშა და წარმატებები უსურვა. სწორედ მაშინ არის გადაღებული მისი და წარმოშობით ქართველი ძიუდოისტის ერთობლივი ფოტო.

როგორც მშვიდობაძის შესახებ qartli.ge წერს, 29 წლის სპორტსმენმა კარიერა გორის ძიუდოს სკოლაში დაიწყო, თუმცა რუსეთში ადრეულ ეტაპზევე წავიდა. ის 60 კგ წონით კატეგორიაში გამოდის. 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის სახელით იასპარეზა და ვერცხლის მედალი აიღო. რობერტ მშვიდობაძე არის ევროპის ჩემპიონი, რუსეთის ჩემპიონატების მრავალგზის ბრინჯაოს მედალოსანი, რუსეთში მიღებული აქვს სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის წოდება.

VIDEO: RT ავრცელებს პუტინის კადრებს, რომელშიც პრეზიდენტი ტატამზე ყველას ერევა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე