ავტორი:

გეგონა, ბევრი იცოდი შენი ქვეყნის შესახებ? - უახლესი გამოცემა საქართველოს გეოგრაფიის შესახებ, რომელიც უამრავ უცნობ ფაქტს აერთიანებს

გეგონა, ბევრი იცოდი შენი ქვეყნის შესახებ? - უახლესი გამოცემა საქართველოს გეოგრაფიის შესახებ, რომელიც უამრავ უცნობ ფაქტს აერთიანებს

პირველად საქართველოში შეიქმნა და „პალიტრა L-ის“ მიერ გამოიცა თანამედროვე ტიპის „საქართველოს გეოგრაფიული ატლასი“. ეს არის რუკების, ვრცელი ბიბლიოგრაფიისა და კარტოგრაფიული მემკვიდრეობის მთლიანობა. ატლასი გვიჩვენებს, როგორია ჩვენი ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსათვის; როგორია მისი როლი სოციალურ-კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში.

ატლასი შედგენილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ.

კარტოგრაფი და გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, გულიკო ლიპარტელიანი აღნიშნავს, რომ “საქართველოს გეოგრაფიული ატლასით“ მკითხველი გაეცნობა ისეთ თემებს, რომლებიც ადრე გამოცემულ ატლასებში არასდროს შესულა და გრაფიკული სახით არსადაა წარმოდგენილი. მისი თქმით, სწორედ ეს განაპირობებს გამოცემის მნიშვნელობას.

გარდა რუკებისა და ფოტოებისა, ატლასში მრავლადაა დიაგრამები და გრაფიკებიც; გამოყენებულია სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები. როგორც გულიკო ლიპარტელიანი აღნიშნავს ატლასის შედგენისას, ისარგებლეს როგორც საქსტატის, ისე ცალკეული ორგანიზაციებიდან მიღებული რაოდენობრივი მაჩვენებლებით. დიაგრამები და გრაფიკები კი ატლასის დიზაინერის, მანანა ქურთუბაძის შექმნილია.

ატლასი არ არის გათვლილი რომელიმე ასაკობრივ ჯგუფზე. წიგნში რუკებთან ერთად წარმოდგენილია შესაბამისი შინაარსის ტექსტი. ასევე, ვხვდებით ქართველ მეცნიერთა კარტოგრაფიულ მემკვიდრეობას. გარდა ამისა, იგი ქართველ და უცხოელ მოყვარულ ფოტოგრაფთა მიერ გადაღებულ ფოტოებსაც მოიცავს. შესაბამისად, ეს გამოცემა ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის შეიძლება იქცეს დამოუკიდებელი კვლევის საფუძვლად.

„ჩვენ არა ვართ განებივრებული ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ატლასებით. ამიტომ, მიღწევად უნდა ჩავთვალოთ მისი შექმნა და გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით. ეს ატლასი, ერთი მხრივ, საინტერესო და მნიშვნელოვანი შრომაა პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის და მეორე მხრივ, ძალიან ღირებული შენაძენია მთელი ქართველი საზოგადოებისთვის,“ - ამბობს გულიკო ლიპარტელიანი.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა