ავტორი:

ვერცხლის ქუჩაზე, სადაც მკვლელობა მოხდა, კიდევ ერთი პირია დაჭრილი

ვერცხლის ქუჩაზე, სადაც მკვლელობა მოხდა, კიდევ ერთი პირია დაჭრილი

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე სროლისას, რომელსაც გუშინ ზვიად ჯაფარიძის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთი მამაკაცი დაიჭრა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაჭრილი მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს.

როგორც საავადმყოფოში განმარტავენ, მამაკაცს, რომელიც გუშინ მათთან შეიყვანეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. დაჭრილი პირი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვერცხლის ქუჩაზე სროლისას, ერთი პირი, ზვიად ჯაფარიძე დაიღუპა, ერთი მამაკაცი კი დაიჭრა.

არსებული ინფორმაციით, ზვიად ჯაფარიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის წარსულში არაერთგზის ნასამართლევი პირი იყო, შესაბამისად, არ გამორიცხავენ, მკვლელობა შურისძიებას უკავშირდებოდეს.

მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.

საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: ვერცხლის ქუჩაზე სროლის შედეგად, შუა ხნის მამაკაცის მკვლელობის გარდა, კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს